Image Alt

წიგნები

ჯინსების თაობა

9,90 

1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადა. გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რომელსაც  მსხვერპლიც მოჰყვა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის. დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართლოს წინაშე წარსდგა.

მარაგში

საქართველო

დათო ტურაშვილი

დაიბადა 1966 წელს უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ - ლონდონისა და მადრიდის უნივერსიტეტებში, სადაც სწავლობდა ლიტერატურის, კინოსა და ხელოვნების ისტორიას.

პირველი ნაწარმოები გამოაქვეყნა 1991 წელს; გამოცემული აქვს რამდენიმე რომანი.

მისი ნაწარმოებები ნათარგმნია ინგლისურ, გერმანულ, ჰოლანდიურ, ნორვეგიულ, მაკედონიურ, თურქულ, უკრაინულ, რუსულ, სომხურ და ჩეხურ ენებზე.

მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია საბა (2008) საუკეთესო პიესისათვის შავი კეტები.

დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და ბესტსელერად მიიჩნევა მისი რომანი ჯინსების თაობა, რომლის მიხედვით დადგმული სპექტაკლიც თავისუფალ თეატრში რამდენიმე წელია, რაც სრული ანშლაგით მიმდინარეობს.

აღწერა

1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადა. გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რომელსაც  მსხვერპლიც მოჰყვა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის. დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართლოს წინაშე წარსდგა.

ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებულ ახალგაზრდებს, ფეხმძიმე გოგონას გარდა, საბჭოთა ხელისუფლებამ სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა. სიკვდილით დასაჯეს ადამიანიც, რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არ მჯდარა, მაგრამ გამტაცებლების მეგობარი იყო.

„თვითმფრინავის ბიჭების საქმე“ თანამედროვე, პოსტსაბჭოთა საქართველოში ჯერ კიდევ აქტუალურია. დღემდე კამათობენ იმაზე, სინამდვილეში ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები: ჩვეულებრივი ტერორისტები თუ გმირები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას დემონსტრაციულად დაუპირისპირდნენ.

დათო ტურაშვილის წიგნი „ჯინსების თაობა“ სწორედ ამ ტრაგიკულ ისტორიას ეძღვნება.

ხმოვანი ვერსიის ნაწყვეტის მოსასმენად დააჭირე აქ

დათო ტურაშვილი დაიბადა 1966 წელს. პირველი ნაწარმოები 1991 წელს გამოაქვეყნა და ამჟამად ათზე მეტი წიგნი აქვს გამოცემული. მათ შორის რამდენიმე ბესტსელერია. ავტორის წიგნები ნათარგმნია მრავალ ენაზე და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 

ISBN 9789941233449
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2015

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

180

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,204 კგ
ზომები 1,5 × 13 × 19,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.