Image Alt

წიგნები

ჯეინ ეარი

მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი

ატარაობაშივე დაობლებული ჯეინი შეძლებული ბიძის სახლში ცხოვრობს, მაგრამ ულმობელი ბიცოლა და მისი გაზულუქებული შვილები ცუდად ეპყრობიან. გონიერ, შეუპოვარ და დაუმორჩილებელ გოგონას ათი წლის ასაკში მიაბარებენ საქველმოქმედო სასწავლებელში, სადაც ასევე მძიმე ცხოვრება აქვს. სასწავლებლის დასრულების შემდეგ ჯეინი აღმზრდელად მუშაობას იწყებს თორნფილდჰოლში, რომელიც მისტერ როჩესტერს ეკუთვნის და აქედან იწყება მისი სიყვარულის ისტორიაც. თუმცა ფრინველივით თავისუფალი ბუნების ახალგაზრდა ქალს დამოუკიდებელი და ბედნიერი ცხოვრების გზაზე მრავალი სიძნელე აქვს გადასალახი. 

„ჯეინ ეარი“ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლისური რომანია, თავად მთავარი გმირი კი – ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე ხასიათის, დამოუკიდებელი და თავდაჯერებული ქალი. ნაწარმოები დღემდე იმდენად პოპულარულია, რომ მისი არაერთი ეკრანიზაცია არსებობს. რომანი თავისი უშუალობით, პირდაპირობითა და მასში დასმული, დღემდე აქტუალური, ზოგადსაკაცობრიო საკითხებით, თანამედროვე მკითხველის გულსაც იოლად იპყრობს. 

არტიკული: 9789941307430 კატეგორია: ჭდე:

აღწერა

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941307430

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2021

ავტორი

შარლოტ ბრონტე

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

594

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…