Image Alt

წიგნები

ჯაშუში

4,45 

როგორ იქცა ნიდერლანდების ერთი პატარა ქალაქის ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ოჯახში დაბადებული გოგონა, მარგარეტა ზელე, სახელგანთქმულ მატა ჰარიდ? რამ მისცა ძალა, ის დაბრკოლებები გადაელახა, ცხოვრებამ რომ მოუმზადა? როგორ ცვლის ადამიანებს ომი?

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941238383 კატეგორია: ჭდე:

ბრაზილია

პაულო კოელიო

დაიბადა 1947 წელს

პაულო კოელიო დაიბადა  რიო დე ჟანეიროში. იგი ბავშვობიდან გამორჩეული იყო წერითა და სწრაფად ათვისების უნარით. წერისათვის მან რამდენიმე სასკოლო ჯილდოც მოიპოვა. 14 წლის პაულომ, რომელზეც იმ დროს დიდ გავლენას ახდენდა დიდი ბრაზილიელი მწერლის, ჟორჟი ამადუს შემოქმედება, გადაწყვიტა, რომ დიდი მწერალი გამხდარიყო. ახალგაზრდა ავტორმა თვითდისციპლინის გამოსამუშავებლად და და სხეულის გასაკაჟებლად ერთი ზაფხული სამხედრო ბანაკში გაატარა.

კოელიო მოზარდობიდან მეამბოხე იყო და ამის გამო მშობლებმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც კი გაამწესეს, სადაც ელექტროშოკური თერაპიაც კი დაუნიშნეს, თუმცა ამის შემდგომ პაულომ თავისი ხასიათი შემოქმედებაში გადაიტანა და საკუთარ თავსაც სწორედ ხელოვნებაში ეძიებდა. მან ბევრი იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო.

მისი მთავარი წარმატება 80-იანი წლების მიწურულს „ალქიმიკოსის“ გამოქვეყნებას უკავშირდება, რომელიც ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბესტსელერი გახდა მთელ მსოფლიოში. ეს ნაწარმოები 80-ზე მეტ ენაზე გამოიცა, რის გამოც გინესის რეკორდების სიაშია შესული.

აღწერა

მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი

როგორ იქცა ნიდერლანდების ერთი პატარა ქალაქის ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ოჯახში დაბადებული გოგონა, მარგარეტა ზელე, სახელგანთქმულ მატა ჰარიდ? რამ მისცა ძალა, ის დაბრკოლებები გადაელახა, ცხოვრებამ რომ მოუმზადა? როგორ ცვლის ადამიანებს ომი?
მატა ჰარის სიკვდილით დასჯიდან 100 წელი გავიდა და დღეს უკვე ცხადია, რომ მისთვის წაყენებული ბრალდება დიდწილად რეალურ საფუძველს მოკლებული იყო – მოგვიანებით ეს პროკურორმა მორნემაც აღიარა.
ბრაზილიელი მწერლის, პაულო კოელიოს რომანი `ჯაშუში~ ცნობილი ისტორიული ფაქტების ინტერპრეტაციას გვთავაზობს სახელგანთქმული მოცეკვავის, მატა ჰარის მოგონებებზე დაყრდნობით.
„ყველაზე დიდი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე და რის­თვისაც თავიდან ავიცილე გასამართლება ისაა, რომ მოვინდომე თავისუფალი და დამოუკიდებელი ქალი ვყოფილიყავი მამაკაცების მიერ მართულ სამყაროში. ბრალი ჯა­შუ­შობაში დამდეს, თუმცა რასაც ვყიდდი, ზეპური საზოგა­დოების სალონებში ყურმოკრული  ჭორების მეტი არაფერი იყო”.

ISBN 9789941238383
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2017

ფორმატი

13.00 X 20.00

გვერდების რაოდენობა

150

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.227 kg
ზომები 1.5 × 14 × 21 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.