Image Alt

წიგნები

ჯაჯღანსები გისოსებში

10,90 

მთარგმნელი – ციცო ხოცუაშვილირა, არა! არ შეშფოთდე. ჯაჯღანსები გარეთ არიან, ოღონდ ამჯერად ძალიან საშარო საქმეში გახვეულები. თუ ქალბატონი ჯაჯღანსის დედა, მარად ცხვირპირჩამომტირალი და ბუზღუნა დედილო ვაგლახი, შინნაკეთი მურაბებისა და ჯემ-­­კონფიტიურების კონკურსში იღებს მონაწილეობას, ამით ვითომ რა უნდა დაშავდეს? 

მარაგში

დაამატე შეკვეთას და მიიღე სპეციალური ფასდაკლება

ჯაჯღანსები ხათაბალაში

ბატონი და ქალბატონი ჯაჯღანსები და მათი შვილი, სანი, უცნაურზე უცნაური ხალხია. ვერც კი წარმოიდგენთ, იმდენად უცნაური.

ცხადია, ასეთი ოჯახი ჩვეულებრივ სახლში ჩვეულებრივი ცხოვრებით ვერ იცხოვრებს – ათასი ხარახურით აჩონჩხლილი მათი ფურგონიც მთელ ქვეყანაში დამოგზაურობს და უამრავ ხათაბალაში ეხვევა. სწორედ ერთ-ერთი მორიგი მოგზაურობისას მოხვდება ეს ახირებული ოჯახი დიიდების მამულთან, სადაც თვით ყოვლისმნახველი ჯაჯღანსებისთვისაც უჩვეულო ამბები ტრიალებს.

ფილიპ არდა



ფილიპ არდა 1961 წელს ინგლისში, სამხრეთ კეტში დაიბადა. 80-იან წლებში არდა მუშაობდა სარეკლამო კომპანიაში. საბოლოოდ მან გადაწყვიტა წამოსულიყო სამსახურიდან და მთელი თავისი დრო საბავშვო ლიტერატურის შექმნისთვის დაეთმო.

მიუხედავად იმისა, რომ ფილიპ არდა საბავშვო წიგნების ავტორად მიიჩნევა, მის წიგნებს როგორც ბავშვები, ისე უფროსები გატაცებით კითხულობენ.

ფილიპ არდას სამოცზე მეტი წიგნი აქვს დაწერილი, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით 25 ენაზეა ნათარგმნი. ავტორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯაჯღანსების სერიაა, რომელიც ოთხი წიგნისგან შედგება.

პირველი და მეორე წიგნები - „ჯაჯღანსები ხათაბალაში“ და „ჯაჯღანსები გისოსებში“ - ქართულად ციცო ხოცუაშვილმა თარგმნა და პატარა მკითხველებში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

აღწერა

რა, არა! არ შეშფოთდე. ჯაჯღანსები გარეთ არიან, ოღონდ ამჯერად ძალიან საშარო საქმეში გახვეულები. თუ ქალბატონი ჯაჯღანსის დედა, მარად ცხვირპირჩამომტირალი და ბუზღუნა დედილო ვაგლახი, შინნაკეთი მურაბებისა და ჯემ-­­კონფიტიურების კონკურსში იღებს მონაწილეობას, ამით ვითომ რა უნდა დაშავდეს? 

ათასი რაღაც! 

ამას დაუმატე ცხვირკბენია ციყვი, გაქცეული ფუტკრები, აფეთქებული რაკეტები და ჩამოცვენილი ბიპლანები და მიხვდები, რომ სანისა და მიმის საზრუნავი არ მოაკლდებათ. თანაც, ეს მხოლოდ მანამ, სანამ ჯაჯღანსები გისოსებს მიღმა ამოყოფენ თავს. 

აი, იმის გაგებაც თუ გსურს, ციხეს როგორ დააღწევენ თავს, წიგნი ბოლომდე უნდა წაიკითხო. 

ISBN 9789941307928
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

12.90 X 18.50

გვერდების რაოდენობა

290

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.