Image Alt

წიგნები

ჯადოქრის ქუდი (წიგნი მეორე)

11,90 

მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური

მუმინების ხეობა ჯადოქრობის ასპარეზად იქცა. ეს მას მერე მოხდა, როცა მუმინტროლმა, სნუსმუმრიკმა და სნიფმა მთის წვერზე ჯადოქრის ქუდი იპოვეს და შინ წაიღეს.

მარაგში

არტიკული: 9789941371660 კატეგორია: ჭდე: , , ,

ფინეთი

ტუვე იანსონი

1914 - 2001

ტუვე იანსონი ფინეთის ყველაზე ცნობილი მწერალი და მხატვარია. მის წიგნებს, რომლებიც სულ მცირე, ორმოცდაათ ენაზეა თარგმნილი, დღეს მთელ მსოფლიოში კითხულობენ. ტუვე იანსონის მიერ შექმნილ მუმინებს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. სუვენირების, ტანსაცმლის, სამკაულისა თუ აქსესუარების გარდა, არსებობს მუმინების თემატური პარკები და კაფეებიც. ტუვე იანსონის წიგნების კითხვისას სრულიად ახალ, ჯადოსნურ სამყაროში ვხვდებით, რომელიც, ერთი შეხედვით, საერთოდ არ ჰგავს ჩვენს სამყაროს. თუმცა ფინელი მწერლის შემოქმედება სწორედაც რომ ადამიანური სწრაფვების, სევდისა თუ სიხარულის შესახებაა და ნებისმიერი ასაკის მკითხველს უდიდეს სიამოვნებას ჰპირდება.

აღწერა

„ცილინდრი, საერთოდ, საკმაოდ უჩვეულო ნივთია“

გაზაფხულის ერთ მშვენიერ დილას მუმინტროლმა, სნუსმუმრიკმა და სნიფმა მთის წვერზე ჯადოქრის ქუდი იპოვეს და შინ წაიღეს. მათ ეჭვიც არ გასჩენიათ, რომ ქუდის მიტანით მუმინების ხეობას ათასგვარი ჯადოქრობის ასპარეზად აქცევდნენ.

ფინელი მხატვარი და მწერალი ტუვე იანსონი 25 წლის განმავლობაში ქმნიდა მუმინების სამყაროს.

მუმინების ხეობაში ყველაზე უჩვეულო, უკარება, მარტოსულ სტუმარსაც კი თავს შინ აგრძნობინებენ. ისინი სიყვარულით და მზრუნველობითა მასპინძლობენ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ არსებებს. თუნდაც ეს არსებები სნორკები, ჰემულები, ფილიფიონკები ან მიმლები იყვნენ.

ტუვე იანსონის უმთავრეს ადამიანურ ღირებულებებზე აგებული მსოფლმხედველობა მთელ მსოფლიოში მილიონობით მკითხველს ხიბლავს.

ISBN 9789941371660
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2023

ფორმატი

13 X 19.8

გვერდების რაოდენობა

206

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.