25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

ისტორია 8 (მოსწავლის წიგნი)

15,00 

ისტორია 8 მოსწავლის წიგნის შინაარსი დაყოფილია თავებად და პარაგრაფებად.

ყველაზე მსხვილი სტრუქ­ტურული ერთეული თავია. ყოველი თავი მოსწავლის წიგნში გამოყოფილია საგანგებოდ მისთვის შერჩეული ფერით.

შემდეგი სტრუქტურული ერთეულია პარაგრაფი. თითოეულ პარაგრაფში თავმოყრილი სასწავლო მასალა გათვლილია 1 ან 2 აკადემიურ საათზე.

არ არის მარაგში

აღწერა

ისტორია 8 მოსწავლის წიგნის შინაარსი დაყოფილია თავებად და პარაგრაფებად.

ყველაზე მსხვილი სტრუქ­ტურული ერთეული თავია. ყოველი თავი მოსწავლის წიგნში გამოყოფილია საგანგებოდ მისთვის შერჩეული ფერით.

შემდეგი სტრუქტურული ერთეულია პარაგრაფი. თითოეულ პარაგრაფში თავმოყრილი სასწავლო მასალა გათვლილია 1 ან 2 აკადემიურ საათზე.

პარაგრაფები, თავის მხრივ, დაყოფილია ქვეთავებად. ქვეთავით გამოყოფილია გაკვეთილის თემის მთავარი საკითხები.

თითოეული პარაგრაფი შედგება 7 სასწავლო ელემენტისგან. ესენია:

  • ავტორისეული ტექსტი;
  • წყარო;
  • ეს საინტერესოა;
  • ლექსიკონი;
  • დავალება – როგორც საკლასო, ისე საშინაო;
  • თვალსაჩინოება – სურათები, რუკები, სქემები.
  • „დროის ხაზი“ (ძირითადი თარიღები), რომელიც მოსწავლეებს განვლილი გაკვეთილის მნიშვნელოვანი მოვლენების თარიღებზე კიდევ ერთხელ მიუთითებს და ხელს უწყობს მათ ორიენტირებას დროით სივრცეში.

ძირითადი სამუშაო ერთეული წყაროა. დავალებების უმეტესობა უშუალოდ წყაროების ანალიზ­ზეა ორიენტირებული. სამუშაო ნაწილი შეიცავს აგრეთვე კომპლექსური ტიპის დავალებებს, რომელთა შესრულებაც მოითხოვს დანარჩენი სასწავლო ერთეულების (საავტორო ტექსტი, დამა­ტებითი ცნობები, ლექსიკონი) დამუშავებასა თუ მოშველიებას. სასწავლო ელემენტი – ლექსიკონი შეიცავს როგორც უცხო სიტყვებისა თუ ცნებების განმარტებას, ისე ენციკლოპედიურ ცნობებს ამა თუ იმ საკითხის შესახებ.

ისტორია 8 მოსწავლის წიგნის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სასწავლო კომპონენტია თვალსაჩინოებები (სურათები, რუკები, სქემები და სხვ.), რომელიც წყაროების კატეგორიას განეკუთვნება. შესაბამი­სად, დავალებები ორიენტირებულია, ერთი მხრივ, უშუალოდ მათ განხილვაზე, მეორე მხრივ კი, მათი გამოყენების აუცილებლობაზე კომპლექსური დავალებების შესასრულებლად.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.68 kg
ზომები 1.5 × 19.5 × 27.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941156199

ყდის ტიპი

რბილი

ავტორი

გ.სანიკიძე, რ.გაჩეჩილაძე, ლ.გორდეზიანი, ნ.კიღურაძე, ზ.მიმინოშვილი

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.