Image Alt

წიგნები

ისტორია 11 (მოსწავლის წიგნი, ნაწილი 2)

9,00 

ისტორია 11 მოსწავლის წიგნი-ს შინაარსი დაყოფილია თავებად და პარაგრაფებად.

ყველაზე მსხვილი სტრუქ­ტურული ერთეული თავია. ყოველი თავი მოსწავლის წიგნში გამოყოფილია საგანგებოდ მისთვის შერჩეული ფერით.

შემდეგი სტრუქტურული ერთეულია პარაგრაფი. თითოეულ პარაგრაფში თავმოყრილი სასწავლო მასალა გათვლილია 1 ან 2 აკადემიურ საათზე.

მხოლოდ 11 ცალია მარაგში

აღწერა

ისტორია 11 მოსწავლის წიგნი-ს შინაარსი დაყოფილია თავებად და პარაგრაფებად.

ყველაზე მსხვილი სტრუქ­ტურული ერთეული თავია. ყოველი თავი მოსწავლის წიგნში გამოყოფილია საგანგებოდ მისთვის შერჩეული ფერით.

შემდეგი სტრუქტურული ერთეულია პარაგრაფი. თითოეულ პარაგრაფში თავმოყრილი სასწავლო მასალა გათვლილია 1 ან 2 აკადემიურ საათზე.

პარაგრაფები, თავის მხრივ, დაყოფილია ქვეთავებად. ქვეთავით გამოყოფილია გაკვეთილის თემის მთავარი საკითხები.

თითოეული პარაგრაფი შედგება 7 სასწავლო ელემენტისგან. ესენია:

  • ავტორისეული ტექსტი;
  • წყარო;
  • ეს საინტერესოა;
  • ლექსიკონი;
  • დავალება – როგორც საკლასო, ისე საშინაო;
  • თვალსაჩინოება – სურათები, რუკები, სქემები.
  • „დროის ხაზი“ (ძირითადი თარიღები), რომელიც მოსწავლეებს განვლილი გაკვეთილის მნიშვნელოვანი მოვლენების თარიღებზე კიდევ ერთხელ მიუთითებს და ხელს უწყობს მათ ორიენტირებას დროით სივრცეში.

ძირითადი სამუშაო ერთეული წყაროა. დავალებების უმეტესობა უშუალოდ წყაროების ანალიზ­ზეა ორიენტირებული. სამუშაო ნაწილი შეიცავს აგრეთვე კომპლექსური ტიპის დავალებებს, რომელთა შესრულებაც მოითხოვს დანარჩენი სასწავლო ერთეულების (საავტორო ტექსტი, დამა­ტებითი ცნობები, ლექსიკონი) დამუშავებასა თუ მოშველიებას. სასწავლო ელემენტი – ლექსიკონი შეიცავს როგორც უცხო სიტყვებისა თუ ცნებების განმარტებას, ისე ენციკლოპედიურ ცნობებს ამა თუ იმ საკითხის შესახებ.

ისტორია 11 მოსწავლის წიგნი-ს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სასწავლო კომპონენტია თვალსაჩინოებები (სურათები, რუკები, სქემები და სხვ.), რომელიც წყაროების კატეგორიას განეკუთვნება. შესაბამი­სად, დავალებები ორიენტირებულია, ერთი მხრივ, უშუალოდ მათ განხილვაზე, მეორე მხრივ კი, მათი გამოყენების აუცილებლობაზე კომპლექსური დავალებების შესასრულებლად.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

ISBN 9789941306686
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2012

ფორმატი

19.50 X 27.50

გვერდების რაოდენობა

286

დამატებითი ინფორმაცია

წონა 1 kg
ზომები 1.5 × 19.5 × 27.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.