Image Alt

წიგნები

ინფერნო

10,45 

დენ ბრაუნის მისტიკურ-დეტექტიური სერია, რომელსაც სკანდალურმა “და ვინჩის კოდმა” მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი, რამდენიმე წიგნს აერთიანებს და თანამედროვე მსოფლიო ბესტსელერებში მყარად იკავებს ადგილს. “და ვინჩის კოდს”, “დაკარგულ სიმბოლოსა” და “ანგელოზებსა და დემონებს” 2013 წელს “ინფერნო” შეემატა, რომლის მთავარი გმირი კვლავ ჰარვარდის ხელოვნებათმცოდნეობის პროფესორი რობერტ ლენგდონია.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941235108 კატეგორია: ჭდე: ,

ა.შ.შ.

დენ ბრაუნი

დაიბადა 1964 წელს

დენ ბრაუნი  დაიბადა ეგზეტერში, ნიუ ჰემპშირში. ის თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მწერალია, რაც 2003 წელს „და ვინჩის კოდის“ გამოსვლამ განაპირობა. დღემდე ამ უკანასკნელის ათეულობით მილიონი, დენ ბრაუნის სხვა წიგნების კი 200 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.

მის წიგნებს დიდი მითქმა-მოთქმა და კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს. ეს განსაკუთრებით ითქმის „და ვინჩის კოდზე“, რომელსაც ანტიქრისტიანულობას სწამებდნენ. თავად ავტორი მისი და მისი წიგნების შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს არ ეთანხმება. მისი აზრით, ტექსტს დადებითი ეფექტი უნდა გამოეწვია და საინტერესო თემებზე წამოეჭრა დისკუსია.

აღწერა

მთარგმნელი: გიორგი რაზმაძე

დენ ბრაუნის მისტიკურ-დეტექტიური სერია, რომელსაც სკანდალურმა “და ვინჩის კოდმა” მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი, რამდენიმე წიგნს აერთიანებს და თანამედროვე მსოფლიო ბესტსელერებში მყარად იკავებს ადგილს. “და ვინჩის კოდს”, “დაკარგულ სიმბოლოსა” და “ანგელოზებსა და დემონებს” 2013 წელს “ინფერნო” შეემატა, რომლის მთავარი გმირი კვლავ ჰარვარდის ხელოვნებათმცოდნეობის პროფესორი რობერტ ლენგდონია.
ისტორიის ლაბირინთებსა და ხელოვნების ნიმუშებში ჩამალული საიდუმლოებების გამოაშკარავების ოსტატის, რობერტ ლენგდონის ახალი უცნაური თავგადასავალი ძირითადად იტალიაში მიმდინარეობს და ფონად დანტეს შემოქმედება გასდევს. მისი ამოცანა ამჯერადაც რთულია: უნდა გაშიფროს დანტეს შემოქმედების თაყვანისმცემელი უცნობი ბოროტმოქმედის მიერ დატოვებული მინიშნებები და მიაგნოს იდუმალ ადგილს, სადაც შესაძლოა კაცობრიობისთვის დამღუპველი დაავადების წყარო იმალებოდეს.
რომანს გამოცემის დღიდან 11 კვირის განმავლობაში პირველი ადგილი ეკავა „ნიუ-იორკ ტაიმსის” ბესტსელერებში. 2016 წელს კი სიუჟეტის მიხედვით გადაღებული ფილმი გამოვიდა.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

მკითხველი გირჩევთ:

 

ინფერნო
ISBN 9789941235108
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2015

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

644

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.716 kg
ზომები 1.5 × 14.5 × 21.3 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.