Image Alt

წიგნები

ილიადა

15,90 

მთარგმნელი: ლევან ბერძენიშვილი

„თანამედროვე მსოფლიო კარგად იცნობს მხატვრული ლიტერატურის ე. წ. „კანონს“, იმ დიადი წიგნების ჩამონათვალს, რომელთაც გადამწყვეტი და წარუშლელი გავლენა მოუხდენიათ დასავლურ კულტურაზე…

როგორც უნდა აიგოს „თავისუფალ ხელოვნებათა“ კანონი, მაინც ვერავინ აუვლის გვერდს პირველ ევროპელ ავტორს, ჰომეროსს… იგი ამგვარ სიაში, როგორც წესი, პირველია. პირველი წასაკითხი წიგნებიც ჰომეროსის პოემები „ილიადა“ და „ოდისეაა“.

არ არის მარაგში

აღწერა

ლიტერატურის ისტორია რომ ჰომეროსის გარეშე არ არსებობს, ამაზე არავინ დავობს. და მაინც რატომაა ჰომეროსი წასაკითხი? რას აძლევს თანამედროვე ადამიანს ოცდარვა საუკუნის წინ დაწერილი თუნდაც გენიალური პოემები? თუ ჰომეროსი არ იცის, რა ფერი, რა სიღრმე, რა სიზუსტე, რა სითბო მოაკლდება მის მრავალფეროვან ცხოვრებას? თუ „ილიადა“ და „ოდისეა“ არ გაუგია, სხვა წიგნს ვერ წაიკითხავს, სპექტაკლს ვერ დაესწრება, მანქანას ვერ წაიყვანს? – იქნებ, პასუხი ისაა, რომ უკეთესად წაიკითხავს, უფრო ხშირად დაესწრება, უფრო სწორი გზით წაიყვანს?“

„ჰომეროსმა შექმნა გალერეა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული გმირებისა, რომლებიც მოულოდნელი და იდუმალი ბმებით ერთიან ანსამბლს ქმნიან. პოეტი მათ ხატავს როგორც მუსიკალურ ინსტრუმენტებს, რომლებიც სხვადასხვა ხმას გამოსცემენ, მაგრამ ერთად აჟღერებულნი თანახმიანობას, სიმფონიას ქმნიან.“

ISBN 9789941233647
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2015

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

504

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,577 კგ
ზომები 1,5 × 14,5 × 21,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…

  • ფრანსუა ვიიონი
    მცირე ანდერძი, დიდი ანდერძი
    16,90