Image Alt

წიგნები

ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი

10,90 

მთარგმნელი: თამარ დიასამიძე

მეცხრამეტე საუკუნის გამოჩენილი ამერიკელი მწერლის, მარკ ტვენის შემოქმედებაში გამორჩეული ადგილი უჭირავს „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალს“, რომელიც მისი ცნობილი რომანის, „ტომ სოიერის თავგადასავლის“ გაგრძელებაა.

მარაგში

მარკ ტვენი

ემიუელ ლენგჰორნ კლემენსი, იგივე მარკ ტვენი 1835 წელს ფლორიდაში დაიბადა. მსოფლიოში ცნობილი მწერალი, იუმორისტი, გამომცემელი და ლექტორი დღემდე რჩება ბავშვებისა და უფროსების საყვარელ მწერლად.

უილიამ ფოლკნერი მას „ამერიკული ლიტერატურის მამას“ უწოდებდა: „მარკ ტვენი პირველი ნამდვილი ამერიკელი მწერალი იყო და ჩვენ ყველანი მისი მემკვიდრეები ვართ“.

მკითხველებს დღესაც ხიბლავთ ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის თავგადასავლები, ლიტერატურათმცოდნეები კი მარკ ტვენის მიერ შექმნილ მხატვრულ სამყაროს სწავლობენ და აანალიზებენ.

მარკ ტვენს სხვადასხვა სამწერლო ფსევდონიმით დაწერილი აქვს უამრავი მხატვრული თუ კრიტიკული ნაშრომი, ხოლო მისი ლექციებისა და სიტყვით გამოსვლების დიდი ნაწილი დაკარგულად ითვლება. სწორედ ამიტომ მარკ ტვენის ბიბლიოგრაფია დღემდე არ არის სრულად შედგენილი და მისი შემოქმედების კვლევა კვლავაც გრძელდება.

აღწერა

მეცხრამეტე საუკუნის გამოჩენილი ამერიკელი მწერლის, მარკ ტვენის შემოქმედებაში გამორჩეული ადგილი უჭირავს „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალს“, რომელიც მისი ცნობილი რომანის, „ტომ სოიერის თავგადასავლის“ გაგრძელებაა.

ჰეკლბერი ფინს ქვრივი დუგლასი შეიფარებს. იქ ყოფნის დროს ჰეკი იძულებულია, თავისი ცხოვრების წესის საპირისპიროდ მოიქცეს: ჭამის წინ ხელები დაიბანოს, სუფთა ლოგინში ჩაწვეს და ა. შ. მას კი ისევ თავის კასრში ურჩევნია ცხოვრება, რადგან არაა შეჩვეული წესრიგსა და სისუფთავეს.

ჰეკლბერი ფინს მრავალი ფათერაკი გადახდება თავს, სანამ მასავით თავგადასავლების მაძიებელ ტომ სოიერს არ შეხვდება. ეს ორი ავანტიურისტი ბიჭუნა ცდილობს, გაერიდოს ცივილიზებულ სამყაროს და ცხოვრება საინტერესო ისტორიებით გაამდიდროს.

ISBN 9789941370649
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

392

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.