Image Alt

წიგნები

ჰარი პოტერი – ჯადოსნური გასაფერადებელი

12,90 

მცირეოდენი ჯადოქრობა ფერადი ფანქრებით და „ჰარი პოტერის“ მშვენიერი სამყარო შენ თვალწინ ახალი ფერებით აივსება.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941302336 კატეგორია: ჭდე: ,

გაერთიანებული სამეფო

ჯოან როულინგი

დაიბადა 1965 წელს

ჯოან როულინგი დაიბადა ინგლისში, ბრისტოლთან ახლოს.

მწერალს დიდი წარდგენა არ სჭირდება: ის ავტორია წიგნების სერიისა ჰარი პოტერის შესახებ, რომელიც ყველა დროის ყველაზე გაყიდვად სერიად ითვლება. ტირაჟმა 500 მილიონ გაყიდულ ეგზემპლარს გადააჭარბა. ნაკლებ სავარაუდოა, რომ რომელიმე ცოცხალ მწერალს ჯ. კ. როულინგზე უფრო დიდი აუდიტორია ჰყავდეს.

ამავე დროს იგი არის კინოპროდიუსერი, სცენარის ავტორი და ფილანთროპი. საქველმოქმედო საქმიანობა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. 2005 წელს მან დააარსა საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია „ლუმოსი“. 2007 წელს Time-ის „წლის ადამიანის“ წოდების პრეტენდენტი იყო, ხოლო 2010 წელს ყველაზე გავლენიან ბრიტანელ ქალად დასახელდა.

აღწერა

შენ წინაშეა ჯადოსნური გასაფერადებელი, რომელიც კიდევ ერთხელ გაგიღებს „ჰარი პოტერის“ დაუვიწყარი და მრავალფეროვანი სამყაროს კარს. რას აღარ აღმოაჩენ ამ მშვენიერ გამოცემაში: ნაცნობ პერსონაჟებსა თუ ადგილებს, ჯადოსნურ ცხოველებსა და არსებებს, ნაცნობ და საყვარელ დეტალებს ჯადოქრული სამყაროდან, რომლის გაფერადება და გაცოცხლება მხოლოდ შენს ხელთაა.

მცირეოდენი ჯადოქრობა ფერადი ფანქრებით და „ჰარი პოტერის“ მშვენიერი სამყარო შენ თვალწინ ახალი ფერებით აივსება.

ISBN 9789941302336
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

21.50 X 27.50

გვერდების რაოდენობა

80

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.333 kg
ზომები 1.5 × 21.5 × 27.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.