Image Alt

წიგნები

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა

13,90 

მთარგმნელი: მანანა ანთაძე

„დაიმახსოვრე, ოცნებებში არ უნდა გადასახლდე და ცხოვრება არ უნდა დაივიწყო“ – ალბუს დამბლდორი.

ჰარი პოტერის ცხოვრებას ჯადოსნურს ნამდვილად ვერ უწოდებ; ბიჭი სამოწყალოდ ცხოვრობს დერსლებთან – დეიდასთან, ბიძასთან და საძაგელ დეიდაშვილთან. მისი ოთახი კიბის ქვეშ მდებარე პაწაწინა საწყობია, დაბადების დღისთვის კი განსაკუთრებულ საჩუქარს არ ელოდება.

მაგრამ სწორედ მე-11 დაბადების დღეზე ჰარი ბუს ფოსტით იდუმალ წერილს იღებს: წერილს, რომელიც დაუჯერებელ ადგილას – ჰოგვორტსის მაგიისა და და ჯადოქრობის სკოლაში – სასწავლებლად იწვევს. ჰარი მოულოდნელად საოცარ მაგიურ გარემოში აღმოჩნდება. ჯადოქრულ სამყაროში ყველამ იცის, რომ ჰარი რჩეულია – უდიდესი ჯადოქრის სასიკვდილო წყევლას გადარჩენილ ბიჭს დიადი საქმეები ელის წინ.

მარაგშია

გაერთიანებული სამეფო

ჯოან როულინგი

დაიბადა 1965 წელს

ჯოან როულინგი დაიბადა ინგლისში, ბრისტოლთან ახლოს.

მწერალს დიდი წარდგენა არ სჭირდება: ის ავტორია წიგნების სერიისა ჰარი პოტერის შესახებ, რომელიც ყველა დროის ყველაზე გაყიდვად სერიად ითვლება. ტირაჟმა 500 მილიონ გაყიდულ ეგზემპლარს გადააჭარბა. ნაკლებ სავარაუდოა, რომ რომელიმე ცოცხალ მწერალს ჯ. კ. როულინგზე უფრო დიდი აუდიტორია ჰყავდეს.

ამავე დროს იგი არის კინოპროდიუსერი, სცენარის ავტორი და ფილანთროპი. საქველმოქმედო საქმიანობა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. 2005 წელს მან დააარსა საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია „ლუმოსი“. 2007 წელს Time-ის „წლის ადამიანის“ წოდების პრეტენდენტი იყო, ხოლო 2010 წელს ყველაზე გავლენიან ბრიტანელ ქალად დასახელდა.

აღწერა

ISBN 9789941233548
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2015

ფორმატი

14.5 x 21.50

გვერდების რაოდენობა

238

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.285 kg
ზომები 1.5 × 14.5 × 21.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.