Image Alt

წიგნები

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა (ილუსტრირებული)

59,90 

თქვენ წინაშეა ცნობილი მხატვრის, ჯიმ ქეის საოცარი ილუსტრაციებით გაცოცხლებული „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“. ის პირველი წიგნია „ჰარი პოტერის“ ახალი, დასურათებული სერიისა, რომელმაც უკვე მოიპოვა მსოფლიო პოტერომანების აღიარება და სიყვარული. ჯიმ ქეის დაუვიწყარი ილუსტრაციები, რომლებიც ჩვენს საყვარელ პერსონაჟებსა და ამბებს კიდევ უფრო ახლოს გვაცნობს, ჯადოსნურ სამყაროში დაუვიწყარ მოგზაურობას გვპირდება.

მხოლოდ 14 ცალია მარაგში

არტიკული: 9789941239700 კატეგორია: ჭდე: ,

გაერთიანებული სამეფო

ჯოან როულინგი

დაიბადა 1965 წელს

ჯოან როულინგი დაიბადა ინგლისში, ბრისტოლთან ახლოს.

მწერალს დიდი წარდგენა არ სჭირდება: ის ავტორია წიგნების სერიისა ჰარი პოტერის შესახებ, რომელიც ყველა დროის ყველაზე გაყიდვად სერიად ითვლება. ტირაჟმა 500 მილიონ გაყიდულ ეგზემპლარს გადააჭარბა. ნაკლებ სავარაუდოა, რომ რომელიმე ცოცხალ მწერალს ჯ. კ. როულინგზე უფრო დიდი აუდიტორია ჰყავდეს.

ამავე დროს იგი არის კინოპროდიუსერი, სცენარის ავტორი და ფილანთროპი. საქველმოქმედო საქმიანობა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. 2005 წელს მან დააარსა საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია „ლუმოსი“. 2007 წელს Time-ის „წლის ადამიანის“ წოდების პრეტენდენტი იყო, ხოლო 2010 წელს ყველაზე გავლენიან ბრიტანელ ქალად დასახელდა.

აღწერა

ISBN 9789941239700
ყდის ტიპი

მაგარი ყდა

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

22.60 X 26.70

გვერდების რაოდენობა

248

დამატებითი ინფორმაცია

წონა 1.519 kg
ზომები 1.5 × 22.5 × 26.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…