Image Alt

წიგნები

ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი

17,50 

“ჩვენ შენთან ერთად მოვდივართ, ჰარი” ნევილ ლონგბოტომი

მარაგშია

გაერთიანებული სამეფო

ჯოან როულინგი

დაიბადა 1965 წელს

ჯოან როულინგი დაიბადა ინგლისში, ბრისტოლთან ახლოს.

მწერალს დიდი წარდგენა არ სჭირდება: ის ავტორია წიგნების სერიისა ჰარი პოტერის შესახებ, რომელიც ყველა დროის ყველაზე გაყიდვად სერიად ითვლება. ტირაჟმა 500 მილიონ გაყიდულ ეგზემპლარს გადააჭარბა. ნაკლებ სავარაუდოა, რომ რომელიმე ცოცხალ მწერალს ჯ. კ. როულინგზე უფრო დიდი აუდიტორია ჰყავდეს.

ამავე დროს იგი არის კინოპროდიუსერი, სცენარის ავტორი და ფილანთროპი. საქველმოქმედო საქმიანობა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. 2005 წელს მან დააარსა საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია „ლუმოსი“. 2007 წელს Time-ის „წლის ადამიანის“ წოდების პრეტენდენტი იყო, ხოლო 2010 წელს ყველაზე გავლენიან ბრიტანელ ქალად დასახელდა.

აღწერა

მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი

“ჩვენ შენთან ერთად მოვდივართ, ჰარი” ნევილ ლონგბოტომი
… დერეფნის ბოლოში კარია, რომელიც ჰარი პოტერს ღამეულ კოშმარებში მუდმივად ესიზმრება…
ეს არც ბუა-ს მოახლოებული გამოცდების ბრალია, არც ბნელი ძალებისგან თავდაცვის აუტანელი ახალი მასწავლებლის და არც იმ მძიმე სიტუაციისა, რომელიც ჰოგვორტსში მაგიის სამინისტროს მიერ გამოცემული ძალმომრეობითი დეკრეტების გამოა გამეფებული. ჰარი უპირისპირდება მაგიის სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც ჯიუტად არ აღიარებს ლორდი ვოლდემორის დაბრუნებას. ამავდროულად, ბნელი ბატონი ჯადოქრული სამყაროს გადამწყვეტი ომისთვის ძალებს იკრებს.

ISBN 9789941233586
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2015

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

740

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.715 kg
ზომები 1.5 × 14.5 × 21.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.