Image Alt

წიგნები

ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი

15,90 

ჰარი პოტერობა ყოველთვის რთული იყო და იოლი არც ახლაა – როცა მაგიის სამინისტროს საქმიანი მაღალჩინოსანი, ერთგული მეუღლე და სამი სასკოლო ასაკის შვილის მამა ხარ. სანამ ჰარი ყველანაირად ცდილობს, გაექცეს წარსულს, რომელსაც თავის ადგილზე დარჩენა არ სურს, მის უმცროს ვაჟს ალბუს სევერუსს იმ მძიმე ტვირთის მარტო ზიდვა უწევს, რასაც  სახელგანთქმული ჰარი პოტერის შვილობა ჰქვია.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941239526 კატეგორია: ჭდე: ,

გაერთიანებული სამეფო

ჯოან როულინგი

დაიბადა 1965 წელს

ჯოან როულინგი დაიბადა ინგლისში, ბრისტოლთან ახლოს.

მწერალს დიდი წარდგენა არ სჭირდება: ის ავტორია წიგნების სერიისა ჰარი პოტერის შესახებ, რომელიც ყველა დროის ყველაზე გაყიდვად სერიად ითვლება. ტირაჟმა 500 მილიონ გაყიდულ ეგზემპლარს გადააჭარბა. ნაკლებ სავარაუდოა, რომ რომელიმე ცოცხალ მწერალს ჯ. კ. როულინგზე უფრო დიდი აუდიტორია ჰყავდეს.

ამავე დროს იგი არის კინოპროდიუსერი, სცენარის ავტორი და ფილანთროპი. საქველმოქმედო საქმიანობა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. 2005 წელს მან დააარსა საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია „ლუმოსი“. 2007 წელს Time-ის „წლის ადამიანის“ წოდების პრეტენდენტი იყო, ხოლო 2010 წელს ყველაზე გავლენიან ბრიტანელ ქალად დასახელდა.

აღწერა

მთარგმნელი: ქეთევან ყანჩაშვილი

ჰარი პოტერობა ყოველთვის რთული იყო და იოლი არც ახლაა – როცა მაგიის სამინისტროს საქმიანი მაღალჩინოსანი, ერთგული მეუღლე და სამი სასკოლო ასაკის შვილის მამა ხარ. სანამ ჰარი ყველანაირად ცდილობს, გაექცეს წარსულს, რომელსაც თავის ადგილზე დარჩენა არ სურს, მის უმცროს ვაჟს ალბუს სევერუსს იმ მძიმე ტვირთის მარტო ზიდვა უწევს, რასაც  სახელგანთქმული ჰარი პოტერის შვილობა ჰქვია.  წარსულში მომხდარი საშინელი უსამართლობის გამოსწორების სურვილი ყველაფერს თავდაყირა აყენებს და უფროს და უმცროს პოტერებს მიახვედრებს, რომ ბნელი ძალა შეიძლება ყველაზე მოულოდნელ კუთხეში ჩასაფრებული გველოდეს. ჯოან როულინგის, ჯონ ტიფანისა და ჯეკ თორნის ორიგინალურ ახალ ისტორიაზე დაფუძნებული „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ ორნაწილიან პიესად ჯეკ თორნმა გადაამუშავა. ჰარი პოტერის მერვე ისტორია პირველია, რომელიც ოფიციალურად დაიდგა თეატრის სცენაზე. ეს სპეციალური გამოცემა სასცენარო ტექსტის ნაბეჭდ ვერსიას წარმოადგენს და კვლავ ჰარი პოტერის, მისი მეგობრებისა და ოჯახის კვალდაკვალ გვამოგზაურებს.

სპექტაკლის მსოფლიო პრემიერა ლონდონის „უესტ ენდის“  თეატრში 2016 წლის 30 ივლისს შედგა.

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.346 kg
ზომები 1.5 × 14.5 × 21.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941239526

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2017

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

286

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.