Image Alt

წიგნები

გზა შუქურისკენ

19,90 

მთარგმნელი: ლელა დუმბაძე

ვირჯინია ვულფი (1882 –1941)  XX ს.-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მწერალი მოდერნისტი, ცნობილ ინტელექტუალთა, „ბლუმსბერი ჯგუფის“ დამფუძნებელი. ჯეიმს ჯოისის კვალდაკვალ იგი პირველთაგანია, ვინც შეიმუშავა და გამოიყენა „ცნობიერების ნაკადის“ სტილი ლიტერატურაში.

მარაგში

გაერთიანებული სამეფო

ვირჯინია ვულფი

1882 - 1941

ვირჯინია ვულფი - მე-20 საუკუნის მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი 1882 წელს კენსინგტონში დაიბადა.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ვულფი შეუერთდა ხელოვანთა გაერთიანებას „ბლუმსბერის ჯგუფი“. შეიძლება ითქვას, ჯგუფის უმთავრესი ფიგურა სწორედ ვირჯინია ვულფი გახლდათ, თუმცა მის გვერდით იყვნენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანებიც (ლიტონ სთრეიჩი, ჯონ მეინარდ კეინსი, ედუარდ ფორსტერი და ა.შ.).

ვულფის ნაწარმოებები მის სიცოცხლეშივე აღიარეს და ინგლისური ლიტერატურის ოქროს ფონდშიც შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები ტანჯავდა, მისი ნაწარმოებები დღემდე უმნიშვნელოვანეს ტექსტებად ითვლება ფემინიზმის, სექსუალობისა და სხვა საკითხების ღრმა ანალიზის კუთხით.

ვირჯინია ვულფის ცხოვრება ტრაგიზმით იყო სავსე. სხვადასხვა პერიოდში გადატანილმა არაერთმა ფსიქოლოგიურმა ტრავმამ თუ დეპრესიამ 1941 წელს იგი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

აღწერა

ვირჯინია ვულფი (1882 –1941)  XX ს.-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მწერალი მოდერნისტი, ცნობილ ინტელექტუალთა, „ბლუმსბერი ჯგუფის“ დამფუძნებელი. ჯეიმს ჯოისის კვალდაკვალ იგი პირველთაგანია, ვინც შეიმუშავა და გამოიყენა „ცნობიერების ნაკადის“ სტილი ლიტერატურაში.

სწორედ ამ ინოვაციური ხერხის გამოყენების ბრწყინვალე ნიმუშია რომანი „გზა შუქურისკენ“, რომელიც პირველი მსოფლიო ომის წინა და შემდგომი პერიოდის ზედა საშუალო კლასის ინგლისელი ოჯახის, რემზების ცხოვრებას ეძღვნება. მოქმედება ვითარდება ჰებრიდის კუნძულებზე, ცნობილი მეცნიერის, მისტერ რემზისა და მისი მეუღლის აგარაკზე – მათი მრავალრიცხოვანი სტუმრების დიდი მიზიდულობის ცენტრში. მწერალი საოცარი ოსტატობით და სიფაქიზით ქარგავს ადამიანების ურთიერთობების, ცოლისა და ქმრის, მშობლებისა და შვილების, მამაკაცისა და ქალის მარადიული კონფლიქტის, მათი განცდების, სიყვარულის, სიძულვილის, ტრაგედიის სურათებს და ქმნის მათივე თვალით დანახული სამყაროს წარუშლელ ხატებს.

რომანი „გზა შუქურისკენ“ ლირიკული პროზის შედევრია. მისი ზოგიერთი მონაკვეთი ჭეშმარიტად შეიძლება მივიჩნიოთ პოეზიად პროზაში.

შეუძლებელია, რომანმა გულგრილი დატოვოს ლიტერატურის მოტრფიალე მკითხველი.

მთარგმნელი: ლელა დუმბაძე

ISBN 9789941232862
ყდის ტიპი

მაგარი ყდა

გამოცემის წელი

2015

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

278

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,447 კგ
ზომები 1,5 × 14,5 × 22 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.