25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

ღრუბლების ატლასი

21,90  10,95 

მთარგმნელი: ნიკა სამუშია

ამერიკელი ნოტარიუსი, რომელიც ჩატემის კუნძულებიდან სან-ფრანცისკოში მიემგზავრება; მემკვიდრეობაჩამორთმეული ბისექსუალი კომპოზიტორი; რეპორტიორი, რომელიც სიმართლის დასადგენად სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს; ხელმოცარული გამომცემელი; დღევანდელი კორეის ტერიტორიაზე აღმოცენებულ ტოტალიტარულ ნეა-სო-კოპროსში შექმნილი კლონი-ფაბრიკანტი და შორეულ მომავალში მცხოვრები მოხუცი – ერთმანეთზე გადაჯაჭვული ექვსი სიცოცხლე და ერთი გასაოცარი ამბავი, რომელიც პლანეტის სხვადასხვა კუთხეში ვითარდება მე-19 საუკუნიდან პოსტაპოკალიფსურ მომავლამდე.

მარაგშია

არტიკული: 9789941238932 კატეგორია: ჭდე:

ა.შ.შ.

დევიდ მიჩელი

დაიბადა 1969 წელს

დევიდ მიჩელი დაიბადა აშშ-ში, საუთპორტში. იგი 7 რომანის ავტორია. მიჩელი სცენარისტიცაა და მას შემდეგ, რაც დებმა ვაჩოვსკებმა მისი „ღრუბლების ატლასი“ გადაიღეს, დაეხმარა მათ სერიალ Sense8-ის სცენარის შექმნაში, ამჯერად კი „მატრიცის“ ფრენჩაიზის ახალი ფილმის სცენარის თანაავტორად მოგვევლინა. ამასთანავე, მან თავის ცოლთან, კა იოშიდასთან ერთად იაპონურიდან თარგმნა გახმაურებული მემუარები.

მწერალს არაერთი ჯილდო მიუღია და მისი ორი რომანი ბუკერის პრემიის ფინალისტებშიც კი მოხვდა. 2007 წელს Time-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა.

მის „ღრუბლების ატლასს“ უდიდესი კომერციული წარმატება მოჰყვა. ნაწარმოებში მოთხრობილია ექვსი ამბავი, ექვს სხვადასხვა დროში და ექვს სხვადასხვა ენაზე - ამ დროთა შესაფერისი ინგლისურით. სხვა სიკეთეებთან ერთად ეს ნამდვილი ლინგვისტური მოგზაურობაა. ავტორის თქმით, მისი შთაგონების წყარო იტალო კალვინო იყო, რაც მკითხველს, რომელიც ორივე ავტორს იცნობს, არ გააკვირვებს.

აღწერა

ღრუბლების ატლასი გამოიცა სერიაში “ლიტერატურული ოდისეა”.

წიგნის ავტორი დროის, ჟანრისა და ენის საზღვრებს შლის და დამატყვევებლად მოგვითხრობს, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს კაცობრიობის სწრაფვამ ძალაუფლებისადმი. ბრიტანელი მწერლის, დევიდ მიჩელის რომანი „ღრუბლების ატლასი“ ბუკერის (2004), ნებულას (2005) და ართურ კლარკის (2005) პრემიების ნომინანტია. ნაწარმოების მიხედვით 2012 წელს ვაჩოვსკებმა და ტომ ტიკვერმა ჰოლივუდის ვარსკვლავების მონაწილეობით გახმაურებული ფილმი გადაიღეს.

ამერიკელი ნოტარიუსი, რომელიც ჩატემის კუნძულებიდან სან-ფრანცისკოში მიემგზავრება; მემკვიდრეობაჩამორთმეული ბისექსუალი კომპოზიტორი; რეპორტიორი, რომელიც სიმართლის დასადგენად სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს; ხელმოცარული გამომცემელი; დღევანდელი კორეის ტერიტორიაზე აღმოცენებულ ტოტალიტარულ ნეა-სო-კოპროსში შექმნილი კლონი-ფაბრიკანტი და შორეულ მომავალში მცხოვრები მოხუცი – ერთმანეთზე გადაჯაჭვული ექვსი სიცოცხლე და ერთი გასაოცარი ამბავი, რომელიც პლანეტის სხვადასხვა კუთხეში ვითარდება მე-19 საუკუნიდან პოსტაპოკალიფსურ მომავლამდე.

 

“ფილმი, წიგნის კალეიდოსკოპური ვერსია გამოდგა. ეს არ ნიშნავს იმას რომ ადაპტაცია არაფრად ვარგა, თუმცა სურათი წიგნში ასახული.რეალობის მეათედსაც ვერ ასახავს, ვერ ასახავს იმიტომ, რომ.აღნიშნული წიგნის სრულყოფილი ადაპტაცია შეუძლებელია.

მიტჩელმა, 500-ზე მეტ გვერდიან წიგნში, ექვსი სრულიად.განსხვავებული ეპოქის  შესახებ მოგვითხრო. რომანს საინტერესო სტრუქტურა აქვს, ის 12 ნაწილადაა.დაყოფილი და მე-19 საუკუნეში მიმდინარე ამბით იწყება.

ეს ისტორია შუაში წყდება და წიგნი.მე-20 საუკუნის 30-იან წლებში მომხდარი ამბებით გრძელდება და.ასე ვითარდება პოსტ აპოკალიპტურ მომავლამდე, რომლის.შემდგომაც იგივე ისტორიები ქრონოლოგიურად უკან იწყებენ.სვლას და ბოლოს, წიგნი მე-19 საუკუნეში განვითარებული.ამბებით მთავრდება.

წიგნის იდეაა – “ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია,” და ამიტომაც წიგნში მიმდინარე.ყველა მოქმედება პირდაპირ თუ ირიბ გავლენას ახდენს სხვაგან.განვითარებად მოვლენებზე.”

დათო ლობჟანიძე

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

 

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.566 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941238932

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

768

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ღრუბლების ატლასი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *