Image Alt

წიგნები

გეოგრაფია 9 (მოსწავლის წიგნი)

15,00 

საქართველოს გეოგრაფია 9 მოსწავლის წიგნი-ს მთავარი მიზანია, მოსწავლეში გააღვივოს ინტერესი საკუთარი ქვეყნის ბუნებრივი გარემოს მიმართ და ხელი შეუწყოს გეოგრაფიული ცოდნის შეძენას.

ამავდროულად, სახელმძღვანელომ უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა სივრცით-დროითი, ანალიტიკური და სისტემური აზროვნების განვითარება, მათი პატრიოტული აღზრდა, დაეხმაროს მათ აღიქვან სამყარო მთლიანობაში და განსაზღვრონ საქართველოს ადგილი მსოფლიო პროცესებში.

მარაგშია

აღწერა

საქართველოს გეოგრაფია 9 მოსწავლის წიგნი-ს მთავარი მიზანია, მოსწავლეში გააღვივოს ინტერესი საკუთარი ქვეყნის ბუნებრივი გარემოს მიმართ და ხელი შეუწყოს გეოგრაფიული ცოდნის შეძენას.

ინფორმაციის ათვისებასთან ერთად ისეთი სპეციფიკური და ზოგადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას გულისხმობს, როგორიცაა:

  • სივრცესა და დროში ორიენტაცია;
  • პრობლემის გააზრება და გადაჭრა;
  • მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა;
  • შემოქმედებითობა;
  • ინფორმაციის მოძიება და გამოყენება თუ სხვა.

ამავდროულად, სახელმძღვანელომ უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა სივრცით-დროითი, ანალიტიკური და სისტემური აზროვნების განვითარება, მათი პატრიოტული აღზრდა, დაეხმაროს მათ აღიქვან სამყარო მთლიანობაში და განსაზღვრონ საქართველოს ადგილი მსოფლიო პროცესებში.

საქართველოს გეოგრაფია 9 მოსწავლის წიგნი მიმართულია ისეთი მიზნების მისაღწევად, როგორიცაა:

  • მოსწავლეებში გეოგრაფიული, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური აზროვნების ჩამოყალიბება;
  • პოლიტიკური კულტურის ფორმირება;
  • საკუთარი ქვეყნის ბუნების მრავალფეროვნებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებების შესახებ წარმოდგენის შექმნა;
  • მათი შედარება სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან და მსგავსება-განსხვავების დადგენა.

საქართველოს გეოგრაფია მოიცავს 5 ნაწილს და 60-მდე თემას.

სახელმძღვანელოს შინაარსი (საგაკვეთილო თემები) შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მისაღწევ შედეგებსა და ინდიკატორებს.

სახელმძღვანელოს მთავარი შემეცნებითი საგანმანათლებლო ფუნქციაა, მოსწავლემ მშობლიური ქვეყნის ბუნების, მოსახლეობის, მეურნეობის თუ სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ მიიღოს ისეთი ცოდნა, რომელიც მას მომავალ პრაქტიკულ საქმიანობაში გამოადგება.

ხელს შეუწყობს ზოგადგეოგრაფიული კულტურის ჩამოყალიბებას, აგრეთვე გარემომცველი სამყაროსადმი ფაქიზი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების შექმნას.

აღნიშნული სახელმძღვანელო ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, რომ მათ სწორად განსაზღვრონ თავიანთი ადგილი ბუნებრივ, სოციალურ და კულტურულ სტრუქტურებში სხვადასხვა – ლოკალურ, რეგიონალურ და გლობალურ დონეზე.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

ISBN 9789941156113
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2012

ფორმატი

19.50 X 27.50

გვერდების რაოდენობა

302

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.61 kg
ზომები 1.5 × 19.5 × 27.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.