წიგნები

წიგნები

გეოგრაფია 8 (მასწავლებლის წიგნი)

1,00 

არ არის მარაგში

აღწერა

გეოგრაფია 8 მასწავლებლის წიგნი-ს მიზანია, მასწავლებლებს გააცნოს სახელმძღვანელოს ფუნქცია, გაკვეთილების აგების პრინციპები, სტრუქტურა და სწავლების ინტერაქტიური მეთოდები; შეუქმნას წარმოდგენა გაკვეთილების დაგეგმვის ნიმუშებსა და საგაკვეთილო სცენარებზე.

მასწავლებლის წიგნის უმთავრესი მიზანია, დაეხმაროს მასწავლებელს თანამედროვე გაკვეთილის დაგეგმვასა და ჩატარებაში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული მეთოდური რეკომენდაციები მათ თავისი შეხედულებისამებრ შეუძლიათ გამოიყენონ.

სახელმძღვანელოს ტექსტურ, საგაკვეთილო ნაწილს ერთვის მრავალფეროვანი კარტოგრაფიული მასალა:

  • რუკები
  • ნახაზები
  • ცხრილები
  • დიაგრამები
  • სქემები და სხვა

ილუსტრაციები:

  • ფოტოსურათები
  • აეროფოტოსურათები

თემატური მასალა:

საინტერესო მოვლენები

  • ცნობები
  • ფაქტები
  • წყაროები

თითოეულ თემას მოსდევს დავალებები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სრულდება გაკვეთილზე, ნაწილი კი გამიზნულია საშინაო სამუშაოსთვის.

კითხვა-დავალებები და სავარჯიშოები ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, განივითარონ შესაძლებლობები ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების კუთხით, გახდნენ ცნობისმოყვარენი, საკუთარ თავს დაუსვან შეკითხვები და სხვ. შედეგად მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ვარაუდის გამოთქმისა და წარმოსახვის, აგრეთვე დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნების უნარი, ასევე ინფორმაციის მოძიების, კლასიფიცირების, ანალიზისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარი.

ვიმედოვნებთ, გეოგრაფია 8 მასწავლებლის წიგნი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში თავიანთი ქვეყნისა და მთლიანად სამყაროს მიმართ ინტერესის გაღვივებას, ისტორიული და გეოგრაფიული აზროვნების, ასევე სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.16 kg
ზომები 1.5 × 19.5 × 28 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941156106

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2012

ავტორი

მ.ბლიაძე, გ.ჭანტურია, დ.კერესელიძე

ფორმატი

19.50 X 27.50

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.