25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

გეოგრაფია 11 (მოსწავლის წიგნი)

10,00 

გეოგრაფია 11 მოსწავლის წიგნი-ს მიზანია განათლებული და სათანადო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი თაობის აღზრდა, რომელსაც ექნება ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, შეეძლება თეორიული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებასთან მისადაგება, ექნება საკუთარი პოზიცია, შეძლებს მის დაცვას, განსხვავებული აზრის მოსმენასა და პატივისცემას.

სახელმძღვანელოს საფუძველი გლობალური მსოფლმხედველობრივი კონცეპტუალური მიდგომაა და გლობალიზაციის პროცესის, მსოფლიოსა და კაცობრიობის უმთავრესი გლობალური პრობლემების სივრცით-დროით ჭრილში დანახვას ითვალისწინებს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს გარემომცველ რეალობაში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების გაგებას, ბუნებრივი და სოციალური პროცესების შესწავლისას სისტემური მიდგომების უნარ-ჩვევების განვითარებას.

მარაგში

აღწერა

გეოგრაფია 11 მოსწავლის წიგნი-ს მიზანია განათლებული და სათანადო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი თაობის აღზრდა, რომელსაც ექნება ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, შეეძლება თეორიული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებასთან მისადაგება, ექნება საკუთარი პოზიცია, შეძლებს მის დაცვას, განსხვავებული აზრის მოსმენასა და პატივისცემას.

სახელმძღვანელოს საფუძველი გლობალური მსოფლმხედველობრივი კონცეპტუალური მიდგომაა და გლობალიზაციის პროცესის, მსოფლიოსა და კაცობრიობის უმთავრესი გლობალური პრობლემების სივრცით-დროით ჭრილში დანახვას ითვალისწინებს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს გარემომცველ რეალობაში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების გაგებას, ბუნებრივი და სოციალური პროცესების შესწავლისას სისტემური მიდგომების უნარ-ჩვევების განვითარებას.

სახელმძღვანელოში მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესის არსსა და გამოვლენის ფორმებს, არსებულ უმნიშვნელოვანეს გლობალურ პრობლემებს და მათ გეოგრაფიულ თავისებურებებს.

გაეცნობიან და გააანალიზებენ გლობალიზაციის დადებით და უარყოფით მხარეებს, თითოეული გლობალური პრობლემის არსს, მისი გადაჭრის ალტერნატიულ მიდგომებსა და გადაწყვეტის შესაძლო გზებს.

სახელმძღვანელო უპირველესად უზრუნველყოფს:

  • ცოდნის გადაცემას, განმტკიცებას, შეფასებასა და ინტეგრაციას;
  • მოსწავლეთა სივრცით-დროითი, ანალიტიკური და სისტემური აზროვნების განვითარებას;
  • ზოგადი და სპეციფიკური უნარ-ჩვევების ფორმირებას.

იგი ხელს უწყობს მოსწავლეებში:

  • გეოგრაფიული, ეკოლოგიური და ეკონომიკური აზროვნების ჩამოყალიბებას;
  • პოლიტიკური კულტურის ფორმირებას;
  • ბუნებასა და საზოგადოებას შორის ჰარმონიული ურთიერთობის საჭიროების გაცნობიერებას;
  • ეკოლოგიური კულტურის ჩამოყალიბებას.

რას შეიცავს წიგნი

გეოგრაფია 11 მოსწავლის წიგნი მოიცავს 5 ნაწილსა და 39 თემას. სახელმძღვანელოს შინაარსი (საგაკვეთილო თემები) შესაბამისობაშია ეროვნული სასწავლო გეგმით (საგნობრივი პროგრამა) გათვალისწინებულ მისაღწევ შედეგებთან და ინდიკატორებთან.

სახელმძღვანელოში წარმოდგენილ ტექსტს თან ერთვის მრავალფეროვანი კარტოგრაფიული მასალა (რუკები, ნახაზები, ცხრილები, სქემები, დიაგრამები), ილუსტრაციები (ფოტოსურათები, აეროფოტო და კოსმოსური სურათები) და თემატური მასალა (ეს საინტერესოა, მაგალითები).

თითოეულ თემას, შედეგებისა და ინდიკატორების გათვალისწინებით, ახლავს სავარჯიშოები, დავალებები და სხვა აქტივობები, რომელთა ნაწილი სრულდება კლასში (გაკვეთილზე), ნაწილი კი გამიზნულია საშინაო დავალებისათვის.

ამრიგად, წარმოდგენილ სახელმძღვანელოს დიდი შემეცნებითი, ზნეობრივი და აღმზრდელობითი მნიშვნელობა აქვს. იგი მიმართულია ხელი შეუწყოს ისეთი ამოცანების გადაწყვეტას, როგორებიცაა:

  • გლობალიზაციის პროცესისა და თანამედროვეობის გლობალური პრობლემების შესახებ
  • სისტემური ცოდნის მიღება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა მოსწავლემ გააცნობიეროს და აღიქვას მსოფლიოში და პლანეტაზე მცხოვრებ ადამიანთა თანასაზოგადოება, როგორც ერთიანი. ასევე გააცნობიეროს ბუნებისა და საზოგადოების ერთიანობა;
  • გლობალური აზროვნების ფორმირება;
  • შემეცნებითი ინტერესის გაღვივება ისეთი ზოგადსაკაცობრიო პრობლემების მიმართ, როგორებიცაა ეროვნებათაშორისი, პოლიტიკური, კულტურული, ზნეობრივი და სხვა სახის ურთიერთობები.
  • მოსწავლეთა აღჭურვა სპეციფიკური და ზოგადი უნარ-ჩვევებით, რაც ხელს შეუწყობს მათ

დამოუკიდებლად მოიპოვონ გეოგრაფიული ხასიათის ინფორმაცია, სწორად განსაზღვრონ გლობალიზაციის პროცესში საქართველოს ადგილი მსოფლიოში, გლობალური პრობლემების გამოვლინების სპეციფიკა სხვადასხვა რეგიონსა და ქვეყანაში.

სახელმძღვანელო დაეხმარება მოსწავლეებს:

  • შეისწავლონ გლობალური პროცესების სივრცით-დროითი ასპექტები;
  • გაანალიზონ გლობალური პრობლემების გადაჭრაში ლოკალურ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე შემუშავებული კოორდინირებული პოლიტიკის აუცილებლობა;
  • გამოიკვლიონ სოციალურ-ეკონომიკური, ბუნებრივი და ანთროპოგენური ხასიათის გლობალური პრობლემები და იმსჯელონ მათი გადაჭრის გზებზე.

ვიმედოვნებთ, წარმოდგენილი სახელმძღვანელო იქნება ცოდნისა და უნარ-ჩვევების შესაძენი საუკეთესო საშუალება, ასევე იგი უმთავრეს როლს შეასრულებს მოსწავლეთა ქცევის მოდელის ფორმირებაში, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეს, სწორად განსაზღვროს თავისი ადგილი სოციალურ, ბუნებრივ, კულტურულ და ეროვნულ სტრუქტურებში.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.54 kg
ზომები 1.5 × 19.5 × 27.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941156151

ყდის ტიპი

რბილი

ავტორი

მ.ბლიაძე, გ.ჭანტურია, დ.კერესელიძე

ფორმატი

19.50 X 27.50

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „გეოგრაფია 11 (მოსწავლის წიგნი)“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *