25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

გეოგრაფია 10 (მოსწავლის წიგნი)

13,00 

ქვეყნის, საზოგადოების, სკოლისა და ოჯახის მოვალეობაა ისეთი პიროვნებისა და მოქალაქის აღზრდაა, რომელიც აღჭურვილი იქნება სათანადო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რეალიზაციისა და თვითდამკვიდრების სურვილითა და შესაძლებლობებით. სწორედ ამ მიზნების გათვალისწინებით შეიქმნა გეოგრაფია 10 მოსწავლის წიგნი.

არ არის მარაგში

აღწერა

ქვეყნის, საზოგადოების, სკოლისა და ოჯახის მოვალეობაა ისეთი პიროვნებისა და მოქალაქის აღზრდაა, რომელიც აღჭურვილი იქნება სათანადო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რეალიზაციისა და თვითდამკვიდრების სურვილითა და შესაძლებლობებით. სწორედ ამ მიზნების გათვალისწინებით შეიქმნა გეოგრაფია 10 მოსწავლის წიგნი.

სახელმძღვანელოს მთავარი მიზანია, მოსწავლისათვის არა მხოლოდ ცოდნა-ინფორმაციის მოწოდება, არამედ ნასწავლი მასალის გააზრება, იმ უნარ-ჩვევების ფორმირება და განვითარება, რაც მათ საშუალებას მისცემს, მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენონ.

ამავდროულად, სახელმძღვანელომ უნდა უზრუნველყოს:

  • მოსწავლეთა სივრცით-დროითი, ანალიტიკური და სისტემური აზროვნების განვითარება, მათი პატრიოტული აღზრდა;
  • დაეხმაროს მათ, აღიქვან სამყარო მთლიანობაში და განსაზღვრონ საქართველოს ადგილი მსოფლიო პროცესებში.

სახელმძღვანელოს მიზანია განათლებული და სათანადო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი თაობის აღზრდა, რომელთაც ექნებათ ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული მაღალი სამოქალაქო ცნობიერება.

შეეძლებათ თეორიული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებასთან მისადაგება, ექნებათ საკუთარი პოზიცია, შეძლებენ მის დაცვას, განსხვავებული აზრის მოსმენასა და პატივისცემას.

სახელმძღვანელოში მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან მსოფლიოს ქვეყნებს, მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებს, თანამედროვე პოლიტიკური რუკის ფორმირებას, მსოფლიოს მოსახლეობას და მათ გეოგრაფიულ თავისებურებებს.

სახელმძღვანელო უპირველესად უზრუნველყოფს:

  • ცოდნის გადაცემას, განმტკიცებას, შეფასებასა და ინტეგრაციას,
  • მოსწავლეთა სივრცით-დროითი, ანალიტიკური და სისტემური აზროვნების განვითარებას,
  • ზოგადი და სპეციფიკური უნარ-ჩვევების ფორმირებას.

იგი ხელს უწყობს მოსწავლეებში:

  • გეოგრაფიული, ეკოლოგიური და ეკონომიკური აზროვნების ჩამოყალიბებას;
  • პოლიტიკური კულტურის ფორმირებას;
  • ბუნებასა და საზოგადოებას შორის ჰარმონიული ურთიერთობის საჭიროების გაცნობიერებასა;
  • ეკოლოგიური კულტურის ჩამოყალიბებას.

რას შეიცავს წიგნი

გეოგრაფია 10 მოსწავლის წიგნი მოიცავს 5 ნაწილსა და 49 თემას.

სახელმძღვანელოს შინაარსი (საგაკვეთილო თემები) შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მისაღწევ შედეგებსა და ინდიკატორებს.

სახელმძღვანელოს მთავარი შემეცნებითი-საგანმანათლებლო ფუნქცია გულისხმობს ცოდნის დამოუკიდებლად შეძენის უნარს.

მოსწავლემ უნდა მიიღოს მსოფლიოსა და მშობლიური ქვეყნის ბუნების, მოსახლეობის, მეურნეობისა და სხვა მრავალი საკითხის შესახებ ისეთი ცოდნა, რომელიც მას მომავალ პრაქტიკულ საქმიანობაში გამოადგება.

ხელს შეუწყობს ზოგადგეოგრაფიული კულტურის ჩამოყალიბებას, აგრეთვე განუვითარებს გარემომცველი სამყაროსადმი ფაქიზ და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას.

სახელმძღვანელოში წარმოდგენილ ტექსტურ მასალას თან ერთვის მრავალფეროვანი კარტოგრაფიული მასალა (რუკები, ნახაზები, ცხრილები, სქემები, დიაგრამები), ილუსტრაციები (ფოტოსურათები, აეროფოტო და კოსმოსური სურათები) და თემატური მასალა (ეს საინტერესოა და მაგალითები).

თითოეულ თემას, შედეგებისა და ინდიკატორების გათვალისწინებით, ახლავს სავარჯიშოები, დავალებები და სხვა აქტივობები, რომელთა ნაწილი სრულდება კლასში (გაკვეთილზე), ნაწილი კი გამიზნულია საშინაო დავალებისათვის.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.612 kg
ზომები 1.5 × 19.5 × 27.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941234002

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2015

ავტორი

მ.ბლიაძე, გ.ჭანტურია, დ.კერესელიძე

ფორმატი

19.50 X 27.50

გვერდების რაოდენობა

304

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.