Image Alt

წიგნები

Generation „პ“

7,95 

მთარგმნელი: შოთა იათაშვილი

თანამედროვე რუსი მწერლის, ვიქტორ პელევინის საკულტო რომანი „Generation „პ“ 1990-იანი წლების რუსეთზე, მის სოციალურ და პოლიტიკურ რეალიებზე მოგვითხრობს. ნაწარმოების მთავარი გმირი, ვავილენ ტატარსკი იმ თაობის წარმომადგენელია, რომელსაც ავტორი „პეპსის თაობას“ უწოდებს. იგი „მზიური“ საბჭოთა ყოფიდან უცებ აღმოჩნდება სრულიად ახალ, სასტიკ რეალობაში. კაცი, რომელიც ლიტერატურის ინსტიტუტში სწავლობს და თავის მომავალ საქმედ მთარგმნელობა დაუსახავს, უცებ თავს ამოყოფს რეკლამისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სამყაროში.

მარაგშია

არტიკული: 9789941302060 კატეგორია: ჭდე:

რუსეთი

ვიქტორ პელევინი

დაიბადა 1962 წელს

ვიქტორ პელევინი დღეს ყველაზე ცნობილი და გამორჩეული რუსი მწერალია. წერს მრავალ ჟანრში, მაგრამ საერთოა გროტესკული და აბსურდული სიუჟეტები სხვადასხვა პერიოდის რუსული ცხოვრებიდან. თავად ავტორიც ექსცენტრიკული პერსონაა და რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სპირიტისტული სეანსის დროს მისმა სულმა სხეული დატოვა, თუმცა ფაქტია, ამ ამბის შემდეგ რამდენიმე წიგნი გამოსცა.

ამბობენ, რომ ის გოგოლის, გორკისა და ბულგაკოვის ტრადიციებს მისდევს, თავად კი თავისი შთაგონების მთავარ წყაროდ ბულგაკოვს, კაფკასა და ბეროუზს გამოარჩევს.

ვიქტორ პელევინი თექვსმეტი რომანისა და მოთხრობების რამდენიმე კრებულის ავტორია. „Generation „პ“ მისი ყველაზე წარმატებული წიგნია, რომელიც მთელ მსოფლიოში 3,5 მილიონი ტირაჟითაა გაყიდული. იგი „მცირე ბუკერის“ (1993), „ნაციონალური ბესტსელერისა“ (2004) და სხვა პრემიების ლაურეატია.

აღწერა

ნაწარმოების მთავარი გმირი, ვავილენ ტატარსკი იმ თაობის წარმომადგენელია, რომელსაც ავტორი.„პეპსის თაობას“ უწოდებს. იგი „მზიური“ საბჭოთა ყოფიდან უცებ აღმოჩნდება.სრულიად ახალ, სასტიკ რეალობაში. კაცი, რომელიც ლიტერატურის.ინსტიტუტში სწავლობს და თავის მომავალ საქმედ.მთარგმნელობა დაუსახავს, უცებ თავს ამოყოფს რეკლამისა.და კომპიუტერული ტექნოლოგიების სამყაროში. და რაც უფრო ღრმად ითრევს ეს სამყარო, მისთვის.მით უფრო ცხადი ხდება, თუ რამდენად ძლიერია.მარკეტინგული სტრატეგიებით პოლიტიკურ.სივრცეზე მანიპულირების მექანიზმები. ამავე დროს, რომანში.ჩნდება პარალელური სამყარო ძველი ცივილიზაციების.მითოლოგიით და ეზოთერიკით, სპირიტუალიზმით და შამანიზმით…

ვიქტორ პელევინი თექვსმეტი რომანისა და მოთხრობების.რამდენიმე კრებულის ავტორია. „Generation „პ“ მისი ყველაზე.წარმატებული წიგნია, რომელიც მთელ მსოფლიოში 3,5 მილიონი.ტირაჟითაა გაყიდული. იგი „მცირე ბუკერის“ (1993), „ნაციონალური.ბესტსელერისა“ (2004) და სხვა პრემიების ლაურეატია.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

 

 

 

ISBN 9789941302060
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

356

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.329 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.