Image Alt

წიგნები

გათვლა

10,90 

“გათვლა” თამთა მელაშვილის რომანია, რომელმაც 2011 წელს მოიპოვა ლიტერატურული პრემია „საბა“ საუკეთესო დებიუტისთვის.

ეს არის ამბავი კონფლიქტურ ზონაში გატარებულ სამ დღეზე – 13 წლის გოგოების თვალით დანახულ ომსა და ძალადობაზე; გარემოზე, სადაც სიკვდილი ჩვეულებრივი ამბავია; სადაც მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში ერთადერთი მიზანი არსებობს: გადარჩენა… ამბავი, რომელიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს – შეიარაღებულ კონფლიქტს არასოდეს აქვს გამართლება.

რომანი 2012 წელს ნომინირებული იყო გერმანიის დამოუკიდებელ გამომცემელთა პრიზზე. 2013 წელს დაჯილდოვდა გერმანიის ახალგაზრდული ლიტერატურის ეროვნული პრემიით. წიგნი თარგმნილია გერმანულ, იტალიურ, ხორვატიულ, ლიეტუვურ, მაკედონიურ, ალბანურ და რუსულ ენებზე. თამთა მელაშვილი, ასევე, ავტორია რომანებისა: „აღმოსავლეთით“ (2015 წ.) და „შაშვი შაშვი მაყვალი“ (2020 წ.).

მარაგშია

არტიკული: 9789941307225 კატეგორია: , ჭდე: ,

საქართველო

თამთა მელაშვილი

დაიბადა 1979 წელს

თამთა მელაშვილი ქართველი მწერალი, მკვლევარი, ლექტორი და ფემინისტი აქტივისტია. თუმცა, უჭირს "მწერლის" იარლიყის მორგება და როგორც თვითონ ამბობს, ტერმინ "ავტორს" უფრო ეპოტინება.

უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების განხრით მიიღო.

ბავშვობიდან წერს, თუმცა, აქტიურად წერა გერმანიაში ერთწლიანი ცხოვრების დროს დაიწყო, როდესაც მოიწყინა და საქართველო მოენატრა.

პირველი ნაწარმოები ვებ-პორტალ lit.ge-ზე გამოაქვეყნა. მოთხრობა ერთი და ორი ამავე პორტალის 2006 წლის კონკურსის გამარჯვებული გახდა, რომელიც სულაკაურის გამომცემლობამ ანთოლოგიაში 15 საუკეთესო დაბეჭდა.

2008 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში გენდერული კვლევების მიმართულებით, 2009 წელს კი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სტიპენდიატი გახდა.

თამთას პირველ რომანს გათვლა (2010) წლის საუკეთესო მოვლენად მოიხსენიებდნენ, რომელმაც ლიტერატურული პრემია საბა (2011) და Deutscher Jugendliteraturpreis (2013) მოიპოვა. გათვლას მოჰყვა აღმოსავლეთით (2015), შაშვი შაშვი მაყვალი (2021) კი თამთას მესამე რომანია, რომელიც მისი სხვა ნაწარმოებების მსგავსად მარგინალიზებული ქალის ხმას გვაგონებს.

მწერლობასა და აქტივიზმს ლექტორობასაც უთავსებს. მისი ლექციების მოსმენა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს 2012 წლიდან შეუძლიათ.

აღწერა

ISBN9789941307225
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

11.00 X 17.00

გვერდების რაოდენობა

116

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…