Image Alt

წიგნები

ევროპული აღზრდა

13,90 

მთარგმნელი: მერაბ ფიფია

პოლონეთი, ოკუპაციის წლები… ექიმმა ტვარდოვსკიმ თავის თოთხმეტი წლის შვილს, იანეკს ტყეში სამალავი მოუწყო. ორი უფროსი ვაჟი მას გერმანელებმა დაუხოცეს, მეუღლე კი სხვა ქალებთან ერთად გაიტაცეს და გრაფ პულაცკის სასახლეში გამოკეტეს ჯარისკაცების ხორციელი ვნებების დასაკმაყოფილებლად.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941237140 კატეგორია: ჭდე:

აღწერა

ევრიოპული აღზრდა – რომენ გარი

პოლონეთი, ოკუპაციის წლები… ექიმმა ტვარდოვსკიმ თავის თოთხმეტი.წლის შვილს, იანეკს ტყეში სამალავი მოუწყო. ორი უფროსი ვაჟი მას გერმანელებმა დაუხოცეს, მეუღლე კი სხვა.ქალებთან ერთად გაიტაცეს და გრაფ პულაცკის სასახლეში გამოკეტეს ჯარისკაცების ხორციელი ვნებების.დასაკმაყოფილებლად. ცოლის გამოხსნას შეეწირა ექიმი ტვარდოვსკი, ხოლო იანეკი მცირერიცხოვან.პარტიზანულ რაზმს შეუერთდა.

სწორედ აქ იწყება იანეკის ეგზისტენციალური თავგადასავალი, აღსავსე ხიფათითა და იმედით, რწმენითა და სასოწარკვეთით. იგი ცდილობს გაარკვიოს, რა არის ევროპული.აღზრდა: დახვრეტა, მონობა, წამება, ძალადობა, განადგურება, გაცამტვერება, თუ თავისუფლება, ადამიანური.ღირსება, ძმობა? იანეკის აზრით, ყველაფერ იმას, რაც ადამიანს რწმენითა და ცხოვრების გაგრძელების.სურვილით აღავსებს, დაცვა, თავშესაფარი და სამალავი სჭირდება. ეს თავშესაფარი ხანდახან შეიძლება, სულაც.სიმღერა იყოს, ან კიდევ ლექსი, მუსიკა, წიგნი…

ევროპული აღზრდა“ – ფრანგი მწერლის, კინორეჟისორის, დიპლომატისა და.სამხედრო მფრინავის – რომენ გარის პირველი რომანია. იგი 1945 წელს გამოქვეყნდა და.საფრანგეთში კრიტიკოსების ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. რომენ გარი ერთადერთი ფრანგი მწერალია, რომელმაც.ორჯერ მოიპოვა გონკურის პრემია.

წიგნი გამოიცა სერიაში ლიტერატურული ოდისეა.

ISBN 9789941237140
ყდის ტიპი

ბალიშა

გამოცემის წელი

2017

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

272

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.259 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.