Image Alt

წიგნები

ენდი უორჰოლის ფილოსოფია

7,00 

დღეისათვის პოპ-კულტურაზე საუბარი წარმოუდგენელია ენდი უორჰოლის გარეშე. ამ პანთეონში იყვნენ სხვებიც – ლიხტენშტაინი, ბასკია, ჰარინგი… თუმცა, ტახტზე ყოველთვის უორჰოლი იჯდა. მის გარშემო ირეოდა უამრავი ისეთი ხელოვანი, რომელთა შემოქმედებაც დიდწილად განსაზღვრავდა 60-70-იანი წლების კულტურას და ხშირად ამაში დამსახურება სწორედ ენდი უორჰოლს მიუძღოდა. სარეკლამო ნამუშევრების, ფილმების, ნახატებისა და ფოტოგრაფიის გარდა, მან დაწერა რამდენიმე წიგნი, მათ შორის გამორჩეული კი სწორედ „ენდი უორჰოლის ფილოსოფიაა“.

 

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941238949 კატეგორია: ჭდე: , ,

ა.შ.შ.

ენდი უორჰოლი

1928 - 1987

1928 წელს პენსილვანიაში დაბადებული ენდი უორჰოლის მშობლები ევროპელი ემიგრანტები იყვნენ, რომლებიც 20-იან წლებში ნიუ-იორკში გადასახლდნენ.

ენდიმ კარიერა მოდური ჟურნალებისთვის სარეკლამო მასალების შექმნით დაიწყო, შემდეგ კი პოპკულტურაში სრული გადატრიალება მოახდინა. უორჰოლის შემდეგ პოპკულტურად აღიქმებოდა ყველაფერი _ კოკა-კოლითა თუ კემპბელის სუპით დაწყებული, მერილინ მონრო პორტრეტით დამთავრებული.

უორჰოლი ქმნიდა სარეკლამო პოსტერებს, ფილმებს, ინსტალაციებს, ნახატებსა და სკულპტურებს; იღებდა უამრავ ფოტოს და მისი ავტოპორტრეტები თუ ცნობილი ადამიანებისთვის გადაღებული სურათები დღემდე პოპულარულია.

ის უდავოდ იყო ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეულად გავლენიანი ფიგურა, რომლის გარშემოც ტრიალებდა არა მხოლოდ პოპკულტურა, არამედ მისი დროის უამრავი ცნობილი მუსიკოსი, მხატვარი თუ მსახიობი.

აღწერა

მთარგმნელი: თამარ სუბელიანი

დღეისათვის პოპ-კულტურაზე საუბარი წარმოუდგენელია ენდი უორჰოლის გარეშე. ამ პანთეონში იყვნენ სხვებიც – ლიხტენშტაინი, ბასკია, ჰარინგი… თუმცა, ტახტზე ყოველთვის უორჰოლი იჯდა. მის გარშემო ირეოდა უამრავი ისეთი ხელოვანი, რომელთა შემოქმედებაც დიდწილად განსაზღვრავდა 60-70-იანი წლების კულტურას და ხშირად ამაში დამსახურება სწორედ ენდი უორჰოლს მიუძღოდა. სარეკლამო ნამუშევრების, ფილმების, ნახატებისა და ფოტოგრაფიის გარდა, მან დაწერა რამდენიმე წიგნი, მათ შორის გამორჩეული კი სწორედ „ენდი უორჰოლის ფილოსოფიაა“.

წიგნს მემუარს ვერ დავარქმევთ. ეს უფრო მისი შთაბეჭდილებებისა და მოგონებების კოლექციაა. ნაწარმოებში უორჰოლი საუბრობს სიყვარულზე, სილამაზეზე, დიდებაზე, რომელიც 60-იან წლებში უხვად დაატყდა თავს, მუშაობაზე, დროზე, სიკვდილზე, სექსზე, ფულზე… „ენდი უორჰოლის ფილოსოფია“ მათთვისაა, ვისაც აინტერესებს ადამიანი, რომლის აზრითაც „მომავალში ყველა მოიპოვებს თავისი დიდების 15 წუთს“.

ISBN 9789941238949
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

289

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,276 კგ
ზომები 1,5 × 13 × 19,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…