Image Alt

წიგნები

ელემენტარული ნაწილაკები

16,90 

მთარგმნელი:გიორგი ეკიზაშვილი

ერთხელ, როცა დიდი დეპრესია მქონდა, ხელში მიშელ უელბეკის წიგნი მომხვდა. ერთ ღამეში გადავყლაპე და მეორე დღეს დეპრესია გაქრა.

მას შემდეგ, როცა გულს კაეშანი შემოაწვება, ვიცი, რომ რამდენადაც გასაოცარი უნდა იყოს, არაფერი ისე არ მიშველის, როგორც დეპრესიული დეკადენტურობის დიდოსტატის ტექსტები.

იშვიათია მწერალი, რომელსაც ასე ერთი შეხედვით დაუდევარი თხრობის სტილი აქვს, ხშირად ბანალურია, ვნების ჩამკვლელი, არაესთეტური, მაგრამ ამავე დროს ასე ჩამთრევი.

„იყავით საზიზღარი და თქვენ ნაღდი იქნებით“ – მიშელ უელბეკის სიტყვებია და მისი არაპოლიტკორექტულობა, მისი შავბნელი პესიმიზმით აღსავსე ლიტერატურა ნაღდია და თანამედროვე, ზეთანამედროვე.ამიტომ არის ის XX საუკუნის ბოლო ათწლეულის და XXI საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამავე დროს სკანდალური ავტორი, მისი წინამდებარე წიგნი კი – საკულტო წიგნი.

ეს წიგნი ჩვენ – ადამიანებს გვეძღვნება, მარტოობისგან დაღლილ ელემენტარულ ნაწილაკებს, გადაშენების გზაზე მყოფ ჯიშს.

ლაშა ბაქრაძე

მარაგშია

არტიკული: 9789941307133 კატეგორია: ჭდე:

საფრანგეთი

მიშელ უელბეკი

დაიბადა 1956 წელს

ცნობილმა ნორვეგიელმა მწერალმა, კარლ უვე კნაუსგორმა აღნიშნა, თუკი მიშელ უელბეკის ნაწარმოებებს არ კითხულობ, შეუძლებელია, იმის პრეტენზია გქონდეს, რომ თანამედროვე ლიტერატურას არ ჩამორჩებიო.

მწერალი თავის წიგნებში ხშირად დაუნდობლად აკრიტიკებს თანამედროვე ევროპას და იმ ფარისევლობას, რომელშიც ადამიანები თავისი ნებით ეხვევიან. მწერალს ხშირად სდებენ ბრალს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის რასისტული შუღლის გაღვივებაში. ამის გამო მას სასამართლოშიც უჩივლეს, თუმცა მისი ბრალეულობა არ დამტკიცდა. სხვადასხვა პერიოდში იგი ირლანდიასა და ესპანეთში ცხოვრობდა მას შემდეგ, რაც ბევრჯერ დაემუქრნენ. იგი ამჯერად საფრანგეთში ცხოვრობს და 2019 წელს ემანუელ მაკრონმა მას საპატიო ღირსების ორდენიც გადასცა.

უელბეკის ტექსტები მუდამ ყურადღების ენტრში ექცევა და ავტორიც უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თანამედროვე მწერალია. ბევრის აზრით, ის საფრანგეთში უდიდესი ცოცხალი ავტორია.

აღწერა

რომანი “ელემენტარული ნაწილაკები” ეკუთვნის თანამედროვე, ფრანგ, სკანდალურ მწერალს მიშელ უელბეკს. იგი ლიტერატურული პრემიის IMPAC-ის ლაურეატია. “ელემენტარული ნაწილაკები” მსოფლიოს 30 ენაზეა ნათარგმნი და დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ ევროპაში.

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941307133

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

14.5 X 21.5

გვერდების რაოდენობა

314

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…