25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

დიუმას კლუბი

13,90  5,56 

მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე

„დიუმას კლუბის“ ავტორი ესპანელი მწერალი და ჟურნალისტი არტურო პერეს-რევერტეა – მისტიფიკაციის დიდოსტატი, რომელიც თავისი ნაწარმოებების წყაროდ ესპანეთის ისტორიას, ხელოვნებასა და კულტურას იყენებს.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941235061 კატეგორია: ჭდე:

აღწერა

დიუმას კლუბი თანამედროვე ესპანელი მწერლის არტურო პერეს-რევერტეს ინტელექტუალური დეტექტივია.

მისი ავტორი ესპანელი მწერალი და ჟურნალისტი არტურო პერეს-რევერტე – მისტიფიკაციის დიდოსტატი გახლავთ, რომელიც თავისი ნაწარმოებების წყაროდ ესპანეთის ისტორიას, ხელოვნებასა და კულტურას იყენებს.ამ რომანის პერსონაჟები ბიბლიოფილები, ბუკინისტები და უბრა­ლოდ, ლიტერატურის მოყვარულები არიან.

ნაწარმოების მთავარი გმირი ლუკას კორსო ევროპაში დაეხეტება და ეძებს შუა საუკუნეების ფოლიანტს, რომლის გამომცემელიც კოცონზე დაწვეს. წიგნებზე მონადირეს ათასგვარი ხიფათისგან, არც მეტი, არც ნაკლები, დაცემული ანგელოზი იცავს, რომელსაც არტურ კონან დოილის ცნობილი პერსონაჟის სახელი და გვარი აქვს.

რეალობისა და გამონაგონის ნაზავი, რამდენიმე გვამი, ეშმა­კის გამოხმობის საიდუმლო რიტუალი და ჩვეულებრივი, ადამიანური ვნებები გმირების უჩვეულო და საინტერესო თავგადასავალს ქმნის.

1999 წელს რეჟისორმა რომან პოლანსკიმ არტურო პერეს-რევერტეს ამ ნაწარმოების მიხედვით ფილმი „მეცხრე კარიბჭე“ გადაიღო ჯონი დეპის მონაწილეობით.

დიუმას კლუბი   გამოიცა სერიაში „ლიტერატურული ოდისეა“. სერიაში თავმოყრილია მრავალი ქვეყნის თანამედროვე და კლასიკური მხატვრული ნაწარმოებები.

 

“– ხომ ხდება, რომ ბოროტმოქმედი მკვლელობას თვითმკვლელობით ნიღბავს?!
– პირიქითაც ხდება ხოლმე, – მშვიდად აღნიშნა ტანმაღალმა.
– კი მაგრამ, ხელები? ჰალსტუხით დაბმა რაღა საჭირო იყო?
– თვითმკვლელები ზოგჯერ შიშობენ, ბოლო წამს საქმის დასაბოლოებლად სიმტკიცემ არ მიღალატოსო… მკვლელი ხელებს უკან შეუკრავდა…
– უაზრობა გამოდის, – შეეპასუხა გამომძიებელი, –ნახეთ, რა თხელი და მტკიცე ქამარია. საყრდენის გამოცლის შემდეგ უბედურს შანსი აღარ ჰქონდა – ხელებივეღარაფერს უშველიდა.
– ვინ იცის?! გაკვეთას დაველოდოთ.
გამომძიებელმა გვამს ერთხელაც შეხედა. თითის ანაბეჭდების მაძიებელი აგენტი წამოდგა, ხელში წიგნიეჭირა.
– საინტერესო გვერდია. ტანმაღალმა მხრები აიჩეჩა.
– დიდად ნაკითხი არ ვარ, – თქვა აგენტმა, – მაგრამ ეს პორთოსი ხომ ერთი იმათგანია… რა ჰქვიათ? ათოსი,
პორთოსი, არამისი და დ’არტანიანი, – მარცხენა ხელის თითები მარჯვენის ცერით გადათვალა. მერე ჩაფიქრდა და დასძინა: – საინტერესოა… ვერასდროს ვხვდებოდი,
რატომ ჰქვია ამ წიგნს „სამი მუშკეტერი“, აკი ოთხნი იყვნენ.”


			

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.474 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941235061

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2016

ავტორი

არტურო პერეს-რევერტე

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

504

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.