Image Alt

წიგნები

დიპლომატიის ისტორია (1920-1939)

14,90 

“დიპლომატიის ისტორია (1920-1939)” მორიგი, მესამე ნაწილია სერიისა, რომლის წინა წიგნებშიც XIX საუკუნისა და XX საუკუნის პირველი ოცწლეულის დიპლომატიის ისტორიაა მიმოხილული. თავის ახალ ნაშრომში თორნიკე შარაშენიძე საინტერესოდ და მსუბუქად, ამავე დროს, სიღრმისეულად მოგვითხრობს გასული საუკუნის 20-იანი და 30-იანი წლების ევროპის პოლიტიკურ ყოფაზე და იმ უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე, რომლებმაც შემდგომ მეორე მსოფლიო ომის ბედი განსაზღვრა. სხარტი, ლაღი ენით დაწერილ ტექსტში მკითხველი ბევრს შეიტყობს მეორე მსოფლიო ომამდე მიმდინარე მთავარი დიპლომატიური თამაშებისა და მათი წარმმართველების შესახებ.

მარაგშია

არტიკული: 9789941307232 კატეგორია: ჭდე:

აღწერა

თორნიკე შარაშენიძე მორიგ წიგნში „დიპლომატიის ისტორია (1920-1939)“ მეორე მსოფლიო ომამდელ პერიოდს მიმოიხილავს. თხრობის მსუბუქი და ძალდაუტანებელი სტილის გამო ტექსტი მხატვრული ნაწარმოების შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა მხატვრული და ფიქტიური აქ არაფერია, ყველაფერი შემზარავად ნამდვილი, სანდო და ცხადია – ისტორიული პირების უაღრესად ცოცხალი აღწერილობებით დაწყებული თუ ძველი პრობლემების სამწუხარო სიცოცხლისუნარიანობით დასრულებული…

ლაშა ბუღაძე

 

თორნიკე შარაშენიძე თავის ახალ, მეტად მნიშვნელოვან წიგნში მისთვის დამახასიათებელი მანერით, სიღრმისეულად განიხილავს ათწლეულებს, რომლის დროსაც განვითარებულმა პროცესებმა გადამწყვეტი გავლენა იქონიეს გასული საუკუნის მსოფლიოზე. სხარტი ენით დაწერილი ტექსტი არა მხოლოდ კარგად გვაცნობს მეორე მსოფლიო ომამდელ უმნიშვნელოვანეს და გადამწყვეტ მოვლენებს, არამედ გვეხმარება გავიაზროთ, რატომ მოახდინა ზემოაღნიშნულმა პერიოდმა ასეთი დიდი გავლენა ისტორიაზე.

ალექსანდრე მიქაბერიძე

 

ავტორის შესახებ

თორნიკე შარაშენიძე GIPA-ს (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის ხელმძღვანელია.

ISBN 9789941307232
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

293

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…