Image Alt

წიგნები

დიდი კეთილი გოლიათი

10,90 

დიკეგო ერთადერთი კეთილი გოლიათია კაციჭამია გოლიათთა მხარეში. ის შუაღამისას მძინარე ბავშვებს საძინებლებში მხიარულ სიზმრებს უფრქვევს, ოღონდ არავინ არ უნდა დაინახოს, ხოლო თუ ვინმემ შეამჩნია…

მარაგში

გაერთიანებული სამეფო

როალდ დალი

1916 - 1990

როალდ დალს დიდ ბრიტანეთსა და მთელ მსოფლიოში ასე იცნობენ: ჯაშუში, სამხედრო მფრინავი, გამომგონებელი და შოკოლადის ექსპერტი; და რაც მთავარია, ავტორი უამრავი საოცარი წიგნისა, რომელთა შორისაა: „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“, „მატილდა“, „დიკეგო“. როალდ დალი უელსში, ემიგრანტი ნორვეგიელების ოჯახში დაიბადა. მეორე მსოფლიო იმის დროს დიდი ბრიტანეთის სამეფო ავიაციაში მსახურობდა, იყო მფრინავი, ჯაშუში, სამხედრო დანაყოფის სარდალი. როალდ დალის წიგნები 1940-იანი წლებიდან ხდება ცნობილი. მას დღემდე მეოცე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო „მეზღაპრეს“ უწოდებენ.

აღწერა

მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი

დიკეგო ერთადერთი კეთილი გოლიათია კაციჭამია გოლიათთა მხარეში. ის შუაღამისას მძინარე ბავშვებს საძინებლებში მხიარულ სიზმრებს უფრქვევს, ოღონდ არავინ არ უნდა დაინახოს, ხოლო თუ ვინმემ შეამჩნია…

და აი, ერთხელ, ერთ პატარა ობოლ გოგონას, რომელსაც ძილი არ ეკარება, გოლიათი გოლიათების მხარეში გააქროლებს. პატარა სოფი და სასაცილოდ მოლაპარაკე კეთილი გოლიათი მალე დამეგობრდებიან – დიკეგო გოგონას სიზმრების ქვეყანაში წაიყვანს, ფუჰგემურ კიტრეკალას და შუშხუნათს გაასინჯებს, ბათქაპუკს ასწავლის და, რაც მთავარია, მასთან ერთად დასახავს გეგმას, როგორ იხსნან ადამიანები კაციჭამია გოლიათებისგან.

როალდ დალის თავის წიგნებს შორის ყველაზე მეტად თურმე „დიკეგო – დიდი კეთილი გოლიათი“ უყვარდა.

ISBN 9789941308963
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

238

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,262 კგ
ზომები 1,5 × 14,5 × 21,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.