Image Alt

წიგნები

დიალოგი ცენზურაზე

7,95 

ცენზურა, როგორც წესი, ტოტალიტარული რეჟიმების პირმშოა. თუმცა იდეოლოგიურ ცენზორზე მკაცრი შეიძლება საზოგადოება, ან, თუნდაც, საკუთარი ეგო გამოდგეს. ამ, და ცენზურასთან დაკავშირებულ სხვა მრავალ საინტერესო თემას მიეძღვნა რადიოგადაცემების ციკლი “დიალოგი ცენზურაზე”, რომლის ავტორი და წამყვანი ლაშა ბუღაძე სტუმრებთან ერთად მიმოიხილავს, რა როლს თამაშობს ადამიანის საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ ცხოვრებაში ცენზურა, განვითარების რა ეტაპები განვლო ამ ფენომენმა და რა მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941233395 კატეგორია: ჭდე:

საქართველო

ლაშა ბუღაძე

დაიბადა 1977 წელს

ლაშა ბუღაძემ დაამთავრა თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო კოლეჯი (ფერწერა-გრაფიკის სახელოსნო), თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოდრამატურგიის ფაკულტეტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი.

ლაშა ბუღაძე თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეა. მისი სახელი საქვეყნოდ ცნობილი 2000-იანი წლების დასაწყისში გახდა, როდესაც მისი მოთხრობა „პატარა ქვეყანა“ საქართველოს პარლამენტში საჯაროდ წაიკითხეს და მასზე დაყრდნობით ცენზურის ამოქმედება მოითხოვეს. ამ და სხვა ტექსტების გამო, ბუღაძე არაერთხელ გამხდარა როგორც რელიგიური ლიდერების, ასევე საზოგადოების გარკვეული ნაწილის აგრესიის ობიექტი. თავის ტექსტებში ლაშა ბუღაძე ჩვენი თანამედროვეობის საჭირბოროტო საკითხებს მიმოიხილავს: ცენზურას, საბჭოთა ინერციას, ეროვნულ მენტალობასა და სხვ. მწერალი მთავარ საკითხებს უმეტესწილად სატირულ ჟანრში განიხილავს და დაძაბულ, ხშირად ტრაგიკულ სიტუაციებს იუმორისტულ ჭრილში გვიჩვენებს.

მიღებული აქვს სხვადასხვა ლიტერატურული პრემიები: საბა (2004, 2007, 2009, 2012, 2018), BBC-ს საერთაშორისო კონკურსი (2011) საუკეთესო სცენარისათვის.

მისი პიესები ნავიგატორი და პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა დაიდგა ლონდონის სამეფო თეატრსა და Teatro Circulo-ში, ბროდვეიზე, ნიუ-იორკში. ლაშა ბუღაძის ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია არაბულ, შვედურ, აზერბაიჯანულ, გერმანულ, ალბანურ, ინგლისურ და მაკედონიურ ენებზე.

აღწერა

ცენზურა, როგორც წესი, ტოტალიტარული რეჟიმების პირმშოა. თუმცა იდეოლოგიურ ცენზორზე მკაცრი შეიძლება საზოგადოება, ან, თუნდაც, საკუთარი ეგო გამოდგეს. ამ, და ცენზურასთან დაკავშირებულ სხვა მრავალ საინტერესო თემას მიეძღვნა რადიოგადაცემების ციკლი “დიალოგი ცენზურაზე”, რომლის ავტორი და წამყვანი ლაშა ბუღაძე სტუმრებთან ერთად მიმოიხილავს, რა როლს თამაშობს ადამიანის საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ ცხოვრებაში ცენზურა, განვითარების რა ეტაპები განვლო ამ ფენომენმა და რა მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში.

წინამდებარე წიგნი წარმოადგენს რადიოგადაცემების ციკლის – „დიალოგი ცენზურაზე“ – ბეჭდურ ვერსიას. გადაცემები გადიოდა რადიო „შოკოლადის“ ეთერში 2013-1014 წლებში. პროექტი დაფინანსდა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“  მიერ. გადაცემების აუდიოვერსიის მოსმენა შესაძლებელია რადიო „შოკოლადის“ ვებგვერდზე.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

ISBN 9789941233395
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2015

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

352

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.403 kg
ზომები 1.5 × 14.5 × 21.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.