Image Alt

წიგნები

დეტექტივი კალე ბლუმკვსიტი რისკზე მიდის

7,90 

14 წლის კალე ბლუმკვისტი მოწოდებით დეტექტივია. ის მშობლებთან ერთად შვედეთის ერთი პატარა, ერთფეროვანი და მოსაწყენი ქალაქის მკვიდრია, რომელსაც სულ ორი ქუჩა და ერთი პატარა მოედანი აქვს. შესაძლოა გეგონოს, აბა, ასეთ პატარა და მიყრუებულ ადგილას საინტერესო რა უნდა მოხდესო.

მარაგშია

არტიკული: 9789941159732 კატეგორია: ჭდე: ,

შვედეთი

ასტრიდ ლინდგრენი

1907 - 2002 ასტრიდ ლინდგრენი მილიონობით ბავშვის უსაყვარლესი მწერალია. მთელ მსოფლიოში მას საუკეთესო საბავშვო მწერლად მიიჩნევენ. ​ასტრიდ ლინდგრენის წიგნების შთაგონება თავად ავტორის ბავშვობის წლებია. ლინდგრენი შვედეთში, ვიმერბის ფერმაში დაიბადა და ისეთივე ლაღი, მხიარული ბავშვობა ჰქონდა, როგორც მისი წიგნების გმირებს. 2019 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ ლინდგრენის ყველაზე ცნობილი წიგნები „პეპი გრძელწინდა“ და „სახურავის ბინადარი კარლსონი“ პირველად თარგმნა შვედური ენიდან და მკითხველს განახლებული გამოცემები შესთავაზა. გამომცემლობის კატალოგში ასევე აღმოაჩენთ  ავტორის სხვა წიგნებსაც; „ყაჩაღის ასული რონია“, „ბულერბიელი ბავშვები“, „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“ „მაწანწალა რასმუსი“, „დეტექტივი კალე ბლუმკვისტი“ და სხვა. თითოეული მათგანი ნებისმიერი ბავშვისთვის ფასდაუდებელი საჩუქარია.

აღწერა

მთარგმნელი: მედეა მთვრალაშვილი

14 წლის კალე ბლუმკვისტი მოწოდებით დეტექტივია. ის მშობლებთან ერთად შვედეთის ერთი პატარა, ერთფეროვანი და მოსაწყენი ქალაქის მკვიდრია, რომელსაც სულ ორი ქუჩა და ერთი პატარა მოედანი აქვს. შესაძლოა გეგონოს, აბა, ასეთ პატარა და მიყრუებულ ადგილას საინტერესო რა უნდა მოხდესო. სხვათა შორის, ამ ქალაქის მცხოვრებლებსაც ასე ეგონათ მანამ… სანამ აქ საზარელი მკვლელობა არ მოხდა.  ჰოდა სწორედ აქ იწყება ნამდვილი თავგადასავალი. მკვლელობის საქმე დეტექტივ კალე ბლუმკვისტს აჰყავს პირად კონტროლზე, თუმცა გამოძიება გასაიდუმლოებულია და პოლიციის ძიების პარალელურად მიმდინარეობს. მიჰყევი ძიების კვალს და მიადევნე თვალი, როგორ იპოვის ნამდვილ დამნაშავეს 14 წლის დეტექტივი.

ISBN 9789941159732
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2013

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

190

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.229 kg
ზომები 1.5 × 14.5 × 21.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.