Image Alt

წიგნები

დეტექტივი კალე ბლუმკვისტი

7,90 

13 წლის კალე ბლუმკვისტი მოწოდებით დეტექტივია. ის მშობლებთან ერთად შვედეთის ერთი პატარა, ერთფეროვანი და მოსაწყენი ქალაქის მკვიდრია, რომელსაც სულ ორი ქუჩა და ერთი პატარა მოედანი აქვს. მისი და მისი მეგობრების ნამდვილი თავგადასავალი მაშინ იწყება, როცა ქალაქს ძია ეინარი ეწვევა.

მარაგშია

არტიკული: 9789941159725 კატეგორია: ჭდე: ,

შვედეთი

ასტრიდ ლინდგრენი

1907 - 2002 ასტრიდ ლინდგრენი მილიონობით ბავშვის უსაყვარლესი მწერალია. მთელ მსოფლიოში მას საუკეთესო საბავშვო მწერლად მიიჩნევენ. ​ასტრიდ ლინდგრენის წიგნების შთაგონება თავად ავტორის ბავშვობის წლებია. ლინდგრენი შვედეთში, ვიმერბის ფერმაში დაიბადა და ისეთივე ლაღი, მხიარული ბავშვობა ჰქონდა, როგორც მისი წიგნების გმირებს. 2019 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ ლინდგრენის ყველაზე ცნობილი წიგნები „პეპი გრძელწინდა“ და „სახურავის ბინადარი კარლსონი“ პირველად თარგმნა შვედური ენიდან და მკითხველს განახლებული გამოცემები შესთავაზა. გამომცემლობის კატალოგში ასევე აღმოაჩენთ  ავტორის სხვა წიგნებსაც; „ყაჩაღის ასული რონია“, „ბულერბიელი ბავშვები“, „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“ „მაწანწალა რასმუსი“, „დეტექტივი კალე ბლუმკვისტი“ და სხვა. თითოეული მათგანი ნებისმიერი ბავშვისთვის ფასდაუდებელი საჩუქარია.

აღწერა

მთარგმნელი: მედეა მთვრალაშვილი

13 წლის კალე ბლუმკვისტი მოწოდებით დეტექტივია. ის მშობლებთან ერთად შვედეთის ერთი პატარა, ერთფეროვანი და მოსაწყენი ქალაქის მკვიდრია, რომელსაც სულ ორი ქუჩა და ერთი პატარა მოედანი აქვს. მისი და მისი მეგობრების ნამდვილი თავგადასავალი მაშინ იწყება, როცა ქალაქს ძია ეინარი ეწვევა. დეტექტივ კალე ბლუმკვისტის მახვილი თვალი უმალვე ამჩნევს ძია ეინარის ავ ზრახვებსა და საეჭვო ქცევას, მაგრამ პატარა ბიჭს ვინ დაუჯერებს?! ამიტომაც კალე ფარულ გამოძიებას იწყებს. მიჰყევი ძიების კვალს და ნახავ, როგორ ამხელს საშიშ დამნაშავეს 13 წლის დეტექტივი.

 

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.188 kg
ზომები 1.5 × 14.5 × 21.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.