25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა (1)

14,90 

ნორვეგიელი მწერალი ქალის, ანე-კატარინე ვესტლის მიერ შექმნილი ზღაპრების მთელი სერია ღარიბ, მაგრამ ძალიან კეთილ და მხიარულ ოჯახებზე, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბავშვებისთვის საყვარელი საკითხავია, “დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა” კი ამ სერიის პირველი წიგნია.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941239779 კატეგორია: ჭდე:

ნორვეგია

ანე-კატარინე ვესტლი

1920 - 2008

ანე-კატარინე ვესტლი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნორვეგიელი საბავშვო მწერალია. იგი 49 წიგნის ავტორია და ბევრი მათგანი დღეს საბავშვო კლასიკად ითვლება. ქართველი პატარა მკითხველების ერთ-ერთი საყვარელი სერია, რომელიც დიდი ოჯახის სახალისო ამბებს მოგვითხრობს, სრული სახით პირველად „სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა. „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“ შვიდ ნაწილიანი სერიის პირველი წიგნია.

2019 წელს, ნორვეგიული ენიდან ითარგმნა ვესტლის კიდევ ერთი არანაკლებ ცნობილი ნაწარმოები, რომელიც ბევრს ბავშვობიდან ახსოვს; „ავრორა Z კორპუსიდან“, გოგონა ავრორას, მისი მზრუნველი მამისა და პატარა ძამიკოს ამბებს მოგვითხრობს.

აღწერა

მთარგმნელი: ლია გოგიშვილი

ნორვეგიელი მწერალი ქალის, ანე-კატარინე ვესტლის მიერ შექმნილი ზღაპრების მთელი სერია ღარიბ, მაგრამ ძალიან კეთილ და მხიარულ ოჯახებზე, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბავშვებისთვის საყვარელი საკითხავია, “დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა” კი ამ სერიის პირველი წიგნია.
“…დედა, მამა და მათი რვა შვილი ცხოვრობდნენ ნორვეგიის ერთი უშველებელი ქალაქის ცენტრში, ქვითკირის მაღალ სახლში. ოჯახი ხომ ასეთი დიდი იყო, ბინა კი ერთი ციდა ჰქონდათ – სულ ერთი ოთახი და სამზარეულო…” – მოგვითხრობს ვესტლი.
დარწმუნებული ვარ, ყველა ბავშვს აინტერესებს ამ პაწაწინა ბინაში მცხოვრები დიდი ოჯახის საოცარი თავგადასავალი, სადაც რვა ბავშვსა და დიდედასთან ერთად ცხოვრობს საბარგო მანქანა და ძაღლი, სახელად „სამოვრის მილი“.

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.23 kg
ზომები 1.5 × 14 × 21.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941239779

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2014

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

200

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა (1)“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…