Image Alt

წიგნები

დამალობანა

ანიკოსა და მისი ოჯახის ამბავი 1992 წელს იწყება, როცა ის, რვა წლის გოგონა, დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად ტოვებს აფხაზეთს და იწყებს გრძელსა და მძიმე სვლას. მისი არსებობა სავსეა ტკივილით, შიშით, უსამართლობით, სიყვარულით და უზარმაზარი იმედით.

ჭუბერის უღელტეხილი ანიკოს ცხოვრების ყველაზე ძნელი გზა არ არის. მას წინ კიდევ უამრავი სირთულე და ტკივილი ელოდება: სამშობლოს დატოვება, უცხო ქვეყანაში გადასახლება და ბრძოლა იქ ადგილის დასამკვიდრებლად; დიდი და მოულოდნელი სიყვარული, რომელიც მის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.

მებრძოლი და იმედიანი ხასიათი ეხმარება ახალგაზრდა ქალს, მაშინაც კი არ დაკარგოს ოპტიმიზმი, როცა ყველაზე ძალიან უჭირს. შეძლებს კი ის, რომ წარსულის აჩრდილებს სამუდამოდ დააღწიოს თავი? მოახერხებს, რომ უზარმაზარი იმედგაცრუების შემდეგ არ დაემალოს რეალობას?

არტიკული: 9789941307317 კატეგორია: ჭდე:

აღწერა

მცირე რომანი „დამალობანა“ ელენე ჯაფარიძის პირველი ნაბიჯია მხატვრულ ლიტერატურაში. იგი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორია ფსიქოლოგიის დარგში და, უკვე დიდი ხანია, აქტიურად მუშაობს ქალთა და ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე. არის ამ დარგში არაერთი სტატიისა და წიგნის ავტორი და პროგრამის ხელმძღვანელი.

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941307317

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2021

ავტორი

ელენე ჯაფარიძე

ფორმატი

12.00 X 18.00

გვერდების რაოდენობა

140

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…