Image Alt

წიგნები

ჩვეულებრივი ადამიანები

12,90 

კონელი და მრინი ჩრდილოეთ ირლანდიის რთ პატარა ქალაქში იზრდებიანსკოლაში კონელი პოპულარულია, მრინი კი მარტოსული გოგონაა, რომელმაც მწარე გამოცდილებით ისწავლა, რომ თანაკლასელებისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს. მრინის სამზარეულოში უეცრად წამოწყებული უცნაური და ამავდროულად სასიამოვნო დიალოგის შემდეგ მათი ცხოვრება თავდაყირ დგება. 

მხოლოდ 14 ცალია მარაგში

დაამატე შეკვეთას და მიიღე სპეციალური ფასდაკლება

საუბრები მეგობრებთან

რატომ ლაპარაკობენ ადამიანები ასე ბევრს, როცა საერთოდ არ იცნობენ არც საკუთარ თავს და არც ერთმანეთს? ფრენსისის, ბობის, ნიკისა და მელისას ურთიერთობა რეალურ ცხოვრებასა და ვირტუალურ სივრცეში ვითარდება. ისინი უსასრულოდ სვამენ და ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ და სვამენ, ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ... სექსსა და მეგობრობაზე, ხელოვნებასა და ლიტერატურაზე, პოლიტიკასა და, რა თქმა უნდა, ერთმანეთზე. მიუხედავად იმისა, რომ ფრენსისი ცდილობს, თავისი ცხოვრება მკაცრად აკონტროლოს, მისი და მელისას ქმრის, ნიკის, უწყინარი ფლირტი სრულიად მოულოდნელად ვნებიან ურთიერთობაში გადაიზრდება და ფრენსისს დღევანდელი დღით ცხოვრების მტკივნეულ მომხიბვლელობას აღმოაჩენინებს.

 

სალი რუნი

დაიბადა 1991 წელს

თანამედროვე ირლანდიელი მწერლი და სცენარისტი, სალი რუნი 1991 წელს კასლბარში დაიბადა. განათლება დუბლინში, Trinity College-ში მიიღო, სადაც ინგლისურ და ამერიკული ლიტერატურა შეისწავლა.

როგორც თავად ამბობს, სამაგალითო სტუდენტი არასდოს ყოფილა, უნივერსიტეტში შესვლამდე დედას იმასაც კი უმტკიცებდა, 1920 წლამდე დაწერილს არაფერს წავიკითხავო, თუმცა უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დუბლინის სამების კოლეჯის გამორჩეულ კურსდამთავრებულთა შორის მოხვდა.

პირველი რომანი, რომელსაც მოგვიანებით „აბსოლუტური ნაგავი“ უწოდა, 15 წლისამ დაწერა. აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას კი მოგვიანებით, 2014 წელს მიუბრუნდა, როცა მუშაობა დაიწყო თავის სადებიუტო ნაწარმოებზე - „გასაუბრება მეგობრებთან“. წიგნი 2017 წელს გამოვიდა და მაშინვე დაიმსახურა მკითხველთა აღიარება. ავტორს მილენიანელების ხმა და სნეპჩეტის სელინჯერიც უწოდეს.

თუმცა რუნის ცხოვრებასა და შემოქმედებაში ყველაზე მნიშვნელოვანი 2018 წელს გამოქვეყნებული რომანი - „ჩვეულებრივი ადამიანები“ - გამოდგა. ესაა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანი, რომელიც იმ მცირერიცხოვან ნაწარმოებთა შორისაა, რომლებმაც არა მხოლოდ მკითხველთა სიყვარული, არამედ კრიტიკოსების აღიარება და მრავალი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიაც დაიმსახურეს. რომანი 2018 წლის ბუკერის გრძელ სიაში მოხვდა და იმავე წელს პრესტიჟული ბრიტანული ლიტერატურული პრიზების - Waterstones-ის, Costa Book Awards-ისა და ბრიტანული წიგნის პრემიის მფლობელი გახდა.

რომანის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაამძაფრა 2020 წელს BBC-ის დაკვეთით იგივე სახელწოდებით (Normal People) გამოსულმა სატელევიზიო სერიალმა.

აღწერა

მთარგმნელი: გურამ ღონღაძე

კონელი და მრინი ჩრდილოეთ ირლანდიის რთ პატარა ქალაქში იზრდებიანსკოლაში კონელი პოპულარულია, მრინი კი მარტოსული გოგონაა, რომელმაც მწარე გამოცდილებით ისწავლა, რომ თანაკლასელებისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს. მრინის სამზარეულოში უეცრად წამოწყებული უცნაური და ამავდროულად სასიამოვნო დიალოგის შემდეგ მათი ცხოვრება თავდაყირ დგება. 

„ჩვეულებრივი ადამიანები“ – ესაა მბავი საერთო ინტერესებზემეგობრობასა და სიყვარულზეორი ადამიანის მხიარულ, ანდამატურრთულ ურთიერთობაზე, რომლებიც ცდილობენ, ერთმანეთის გარეშე იცხოვრონ, მაგრამ არ გამოსდით. რომანში კარგად ჩანს, რამდენად რთულად იცვლება ადამიანი. 

წყვილის ურთიერთობას გამუდმებით თან სდევს გულგატეხილობა, სინანული, მონატრება, ბრაზი, სასოწარკვეთილება, უიმედობა, მოსალოდნელი შეხვედრის სიხარულისგან გამოწვეული მღელვარება… ამ რთულ და დაბრკოლებებით სავსე გრძელ გზაზე სწავლობენ, რა არის სექსი, ძალაუფლება, ტკივილის მიყენების ვნება და აღტაცება იმის გამო, რომ ვიღაცას უყვარხარ და გიყვარს. 

ISBN 9789941307331
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

284

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…

  • აკა მორჩილაძე
    Maid in Tiflis
    15,90