Image Alt

წიგნები

ჩვენც სალტკროკელები ვართ

12,90 

მთარგმნელი: ლიკა ჩაფიძე

მელკერსონების ოჯახი, მამა და ოთხი შვილი, ზაფხულის გასატარებლად სტოკჰოლმიდან კუნძულ სალტკროკაზე მიემგზავრება. ბავშვები ჩასვლისთანავე დაუმეგობრდებიან სალტკროკელებს და სულ მალე მთელი გულით შეუყვარდებათ მთელი კუნძული.

„ჩვენც სალტკროკელები ვართ“ ასტრიდ ლინდგრენის ყველაზე დიდი და, ამავე დროს, ერთ-ერთი ყველაზე რეალისტური წიგნია.

მარაგში

შვედეთი

ასტრიდ ლინდგრენი

1907 - 2002 ასტრიდ ლინდგრენი მილიონობით ბავშვის უსაყვარლესი მწერალია. მთელ მსოფლიოში მას საუკეთესო საბავშვო მწერლად მიიჩნევენ. ​ასტრიდ ლინდგრენის წიგნების შთაგონება თავად ავტორის ბავშვობის წლებია. ლინდგრენი შვედეთში, ვიმერბის ფერმაში დაიბადა და ისეთივე ლაღი, მხიარული ბავშვობა ჰქონდა, როგორც მისი წიგნების გმირებს. 2019 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ ლინდგრენის ყველაზე ცნობილი წიგნები „პეპი გრძელწინდა“ და „სახურავის ბინადარი კარლსონი“ პირველად თარგმნა შვედური ენიდან და მკითხველს განახლებული გამოცემები შესთავაზა. გამომცემლობის კატალოგში ასევე აღმოაჩენთ  ავტორის სხვა წიგნებსაც; „ყაჩაღის ასული რონია“, „ბულერბიელი ბავშვები“, „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“ „მაწანწალა რასმუსი“, „დეტექტივი კალე ბლუმკვისტი“ და სხვა. თითოეული მათგანი ნებისმიერი ბავშვისთვის ფასდაუდებელი საჩუქარია.

აღწერა

მთარგმნელი: ლიკა ჩაფიძე

მელკერსონების ოჯახი, მამა და ოთხი შვილი, ზაფხულის გასატარებლად სტოკჰოლმიდან კუნძულ სალტკროკაზე მიემგზავრება. ბავშვები ჩასვლისთანავე დაუმეგობრდებიან სალტკროკელებს და სულ მალე მთელი გულით შეუყვარდებათ მთელი კუნძული.

„ჩვენც სალტკროკელები ვართ“ ასტრიდ ლინდგრენის ყველაზე დიდი და, ამავე დროს, ერთ-ერთი ყველაზე რეალისტური წიგნია. აქ თითქოს არაფერია მოგონილი პატარა, უკბილო სტინას ზღაპრების გარდა.

დიახ, ამ საოცარ წიგნში, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, სევდაც ბევრია და სიხარულიც, ხიფათიც და გამართლებაც, იმედგაცრუებაც და ბედნიერებაც. წაიკითხეთ და თქვენც გახდით სალტკროკელი, რუკაზე არარსებული, მაგრამ ყველაზე რეალური კუნძულის მოსახლე.

მოსწავლის ბიბლიოთეკა ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია შესაბამისი სირთულის ტექსტები. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული.

ISBN 9789941308062
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

72

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.