Image Alt

წიგნები

ჩრდილოეთის ციალი

13,90 

„ჩრდილოეთის ციალი“ „ოქროს კომპასის“ ტრილოგიის პირველი წიგნია. ლაირა და მისი დაიმონი, პანტელეიმონი, ოქსფორდში იორდან კოლეჯის  სწავლულთა შორის უდარდელად და დაუდგრომლად ცხოვრობენ. თუმცა, მას დაბადებიდან სხვა რამ უწერია. მოტაცებული მეგობრის დასაბრუნებლად სახიფათო მოგზაურობას იწყებს ყინულოვანი ჩრდილოეთისკენ.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941236389 კატეგორია: ჭდე:

გაერთიანებული სამეფო

ფილიპ პულმანი

დაიბადა 1946 წელს

ფილიპ პულმანი ბრიტანელი მკითხველის ერთ-ერთი უსაყვარლესი ავტორია და ეს პოპულარობა განსაკუთრებით უკავშირდება მის ტრილოგიას „ოქროს კომპასი“. სერიის ერთგვარი გაგრძელებაა მორიგი ტრილოგია „ქვიშის წიგნი“.

პულმანი პრინციპულად იცავს თავის პოზიციებს და ხშირად გამოსულა ადამიანის უფლებების დასაცავად, სახელმწიფოს კონკრეტული გადაწყვეტილებების გასაპროტესტებლად, მძაფრად გაუკრიტიკებია ეკლესია და არც გამომცემლებს დარჩენია ვალში მწერლებისა თუ მკითხველთა ინტერესების დასაცავად.

მიღებული აქვს კარნეგის მედალი, გარდიანის პრიზი და ასტრიდ ლინდგრენის პრემია. „თაიმსმა“ იგი 1945 წლის შემდგომ 50 საუკეთესო ბრიტანელი ავტორის სიაში შეიყვანა. BBC-ს გამოკითხვაში, სახელად The Big Read, სადაც ბრიტანელების ფავორიტი 200 ავტორის სია შედგა, პულმანი და მისი „ოქროს კომპასის“ ტრილოგია მესამე ადგილზე არიან „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „სიამაყისა და ამპარტავნების“ შემდეგ.

აღწერა

მთარგმნელი: ნიკა სამუშია

„ჩრდილოეთის ციალი“ „ოქროს კომპასის“ ტრილოგიის პირველი წიგნია. ლაირა და მისი დაიმონი, პანტელეიმონი, ოქსფორდში იორდან კოლეჯის  სწავლულთა შორის უდარდელად და დაუდგრომლად ცხოვრობენ. თუმცა, მას დაბადებიდან სხვა რამ უწერია. მოტაცებული მეგობრის დასაბრუნებლად სახიფათო მოგზაურობას იწყებს ყინულოვანი ჩრდილოეთისკენ.

ეს კი ენით აღუწერელ გავლენას ახდენს ყველაფერზე, რაც მის სამყაროს ბევრად ცდება.

არაერთი ჯილდოს მფლობელი, ბესტსელერი შედევრი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მთხრობელისაგან.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

ISBN 9789941236389
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2016

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

388

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.453 kg
ზომები 1.5 × 14.5 × 21.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…