25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

ჩემო მიხაელ

14,90  7,45 

მთარგმნელი: მამუკა ბუცხრიკიძე

„ვწერ, რადგან უკვე დაიხოცნენ ადამიანები, რომლებიც მიყვარდა. ვწერ, რადგან, სანამ გოგო ვიყავი, დიდი ძალა მქონდა სიყვარულისა, ახლა კი ჩემი სიყვარულის ძალა აღსასრულს უახლოვდება. არ მინდა სიკვდილი…“
ხანა წერს. ის წერს, რადგან სხვაგვარად დაიღუპება. მას ფიზიკური სიკვდილი როდი აშინებს, უსიყვარულოდ არ სურს დარჩენა. რომანი „ჩემო მიხაელ“, ფაქტობრივად, ხანას დღიურებია, ახალგაზრდა იერუსალიმელი ასულისა, რომელიც ამოს ოზს – ცნობილ ისრაელელ მწერალს „შეუჩნდა“ და აიძულა, ქალის ვნებებსა და ისტერიებზე ეწერა.

მარაგშია

არტიკული: 9789941236921 კატეგორია: ჭდე:

ისრაელი

ამოს ოზი

1939 - 2018

ამოს ოზი დაიბადა იერუსალიმში. იგი ერთ-ერთი გამორჩეული ებრაელი მწერალი, ჟურნალისტი და ინტელექტუალია.

იგი ავტორია 40-მდე წიგნისა, რომლებიც 50-მდე ენაზეა თარგმნილი და ამით ის ისრაელში ყველა სხვა ავტორს აღემატება. გარდაცვალებამდე ხშირად იყო საუბარი მისთვის ნობელის პრემიის მინიჭებაზე. უამრავი ჯილდო აქვს მიღებული ლიტერატურაში და, ამასთანავე, მშვიდობის დარგში შეტანილი წვლილისთვის.

ე.წ. „ექვსდღიანი ომის“ შემდეგ იგი მუდმივად იყო ჩართული სამშვიდობო აქტივიზმში და ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებასაც უჭერდა მხარს. 1967 წლიდან იყო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების კომიტეტის წევრი. ამ საქმიანობის გამო ამოს ოზმა დიდი პატივისცემა დაიმსახურა არა მხოლოდ მშობლიურ ქვეყანაში, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაშიც.

აღწერა

ამოს ოზი – ჩემო მიხაელ

„ვწერ, რადგან უკვე დაიხოცნენ ადამიანები, რომლებიც მიყვარდა. ვწერ, რადგან, სანამ გოგო ვიყავი, დიდი.ძალა მქონდა სიყვარულისა, ახლა კი ჩემი სიყვარულის.ძალა აღსასრულს უახლოვდება. არ მინდა სიკვდილი…“

ხანა წერს. ის წერს, რადგან სხვაგვარად დაიღუპება. მას ფიზიკური.სიკვდილი როდი აშინებს, უსიყვარულოდ არ სურს დარჩენა. რომანი „ჩემო მიხაელ“, ფაქტობრივად, ხანას დღიურებია, ახალგაზრდა.იერუსალიმელი ასულისა, რომელიც ამოს ოზს – ცნობილ ისრაელელ მწერალს „შეუჩნდა“ და აიძულა, ქალის ვნებებსა და ისტერიებზე ეწერა.

„ჩემო მიხაელ“ მოხვდა გამომცემლობა „ბერტელსმანის“ მიერ შედგენილ XX საუკუნის ასი.უმნიშვნელოვანესი წიგნის სიაში, თუმცა დღემდე ბოლომდე ვერავის.აუხსნია მისი საყოველთაო პოპულარობის მიზეზი. რომანში თითქოს არაფერი ხდება ისეთი, რამაც შეიძლება.მკითხველი გაიტაცოს: მხატვრული ხერხები მინიმალურია; ორიოდე მთავარი გმირია, უხვადაა პერსონაჟთა.დასურათება, ფიქრები, სევდა, სიუჟეტური ხაზი დარღვეულია. წინათქმაში თავად ამოს ოზი შენიშნავს, რომ.გამომცემლობა მას ურჩევდა, დრამატული ცვლილებები შეეტანა ნაწარმოებში, მაგრამ იგი უარს იყო. ამტკიცებდა, ძალა.არ შემწევს, წიგნის წინააღმდეგ წავიდეო.

ვფიქრობთ, რომანის მთავარი სათქმელიც ეს.არის: არაფერი ხდება… ერთფეროვნება ტანჯავს ხანა.გონენს – მდიდარი შინაგანი ცხოვრების მქონე.ახალგაზრდა ქალს და, როგორც ჩანს, ათასობით მკითხველსაც.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

 

 

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.291 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941236921

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2017

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

308

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.