Image Alt

წიგნები

ჩემი წუთისოფელი

19,90 

„მეგობარო, ეს არ არის წიგნი: ხელი ახლე და კაცს შეეხები“

უოლტ უიტმანის ამ სიტყვებით იწყება ქართველი ლიტერატურათმცოდნის, კრიტიკოსისა, და მთარგმნელის ავტობიოგრაფიული წიგნი „ჩემი წუთისოფელი“. წიგნის წერა ავტორმა სიცოცხლის ბოლო წლებში დაიწყო და, სამწუხაროდ, მისი დასრულება არ დასცალდა. ამ გამოცემით პირველად იხილავს შუქს წიგნის მეორე ნაწილი, რომელიც იბეჭდებოდა გაზეთ „ქომაგში“ და აქამდე წიგნად არ გამოცემულა. ასევე, წიგნს თან ახლავს სხვადასხვა მუზეუმიდან მოძიებული უნიკალური ფოტომასალაც. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობითაა აგებული, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ იგი წარმოსახვას ან შემოქმედებით აღმაფრენასაა მოკლებული. ეს არის ავტორის პირადი მითოსი, რომელშიც თავს იჩენს ობიექტური, თავისთავადი სინამდვილისა და ამ სინამდვილესთან ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულების პრობლემა.

მარაგშია

არტიკული: 9789941303111 კატეგორია: ჭდე:

საქართველო

ვახუშტი კოტეტიშვილი

1935 - 2008

ვახუშტი კოტეტიშვილი გამოჩენილი ქართველი პოეტი, მთარგმნელი და ლიტერატურის კრიტიკოსია. განათლებით იგი ირანისტი და აღმოსავლეთმცოდნე იყო. სამეცნიერო ნაშრომები ძირითადად სპარსულ პოეზიაზე აქვს გამოქვეყნებული, თუმცა ეკუთვნის მრავალი მონოგრაფია ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრში. სპარსულ პოეზიასვე ეხება მისი პოპულარული თარგმანები: ომარ ხაიამის „რობაიათი“, ჯამის „ლირიკა“, ჰაფეზის „ლირიკა“ და სხვა. გარდა ამისა, თარგმნილი აქვს გერმანული, რუსული და ესპანურენოვანი ლიტერატურა.

მისი ლექსები პერიოდულად იბეჭდებოდა ჟურნალ არილში.

2019 წელს ხელახლა გამოიცა მისი ავტობიოგრაფიული რომანი ჩემი წუთისოფელი.

ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა ლიტერატურული პრემია საბა. იყო ასევე საფრანგეთისა და ავსტრიის ლიტერატურული პრემიების ლაურეატი.

აღწერა

„მეგობარო, ეს არ არის წიგნი: ხელი ახლე და კაცს შეეხები“

უოლტ უიტმანის ამ სიტყვებით იწყება ქართველი ლიტერატურათმცოდნის, კრიტიკოსისა, და მთარგმნელის ავტობიოგრაფიული წიგნი „ჩემი წუთისოფელი“. წიგნის წერა ავტორმა სიცოცხლის ბოლო წლებში დაიწყო და, სამწუხაროდ, მისი დასრულება არ დასცალდა. ამ გამოცემით პირველად იხილავს შუქს წიგნის მეორე ნაწილი, რომელიც იბეჭდებოდა გაზეთ „ქომაგში“ და აქამდე წიგნად არ გამოცემულა. ასევე, წიგნს თან ახლავს სხვადასხვა მუზეუმიდან მოძიებული უნიკალური ფოტომასალაც. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობითაა აგებული, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ იგი წარმოსახვას ან შემოქმედებით აღმაფრენასაა მოკლებული. ეს არის ავტორის პირადი მითოსი, რომელშიც თავს იჩენს ობიექტური, თავისთავადი სინამდვილისა და ამ სინამდვილესთან ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულების პრობლემა.

ISBN 9789941303111
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

644

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.598 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.