Image Alt

წიგნები

ჩემი პირველი ლექსები (გივი ჭიჭინაძე)

14,90 

უყვარს თქვენს პატარას ლექსები? ამ წიგნში ცნობილი ქართველი საბავშვო პოეტის, გივი ჭიჭინაძის საუკეთესო ლექსებია თავმოყრილი. სახალისო, ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებული დაგეხმარებათ, ბავშვებთან ერთად მხიარულად გაატაროთ თავისუფალი დრო და მათაც შეაყვაროთ ერთ დროს თქვენთვის საყვარელი ლექსების პერსონაჟები.

მარაგშია

არტიკული: 9789941307034 კატეგორია: ჭდე:

გივი ჭიჭინაძე

1934-1999

გივი ჭიჭინაძე მე-20 საუკუნეში მოღვაწე ქართველი პოეტი და მსახიობი იყო. მან 1957 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და იმავე წელს დაიწყო მუშაობა სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის თეატრში. 1960 წელს ის თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიის თეატრში გადმოიყვანეს.

მსახიობობასთან ერთად, გივი ჭიჭინაძე ქმნიდა საყმაწვილო ლიტერატურას. პოეტი ლექსებს ბავშვობიდან წერდა, თუმცა, პირველი კრებული 1955 წელს გამოსცა.

გივი ჭიჭინაძის საბავშვო ლექსები და პოემები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ესტონურ და აზერბაიჯანულ ენებზე. მისი შემოქმედება დღესაც ძალიან პოპულარულია და პატარა მკითხველების განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს.

„სულაკაურის გამომცემლობამ“ ავტორის არაერთი საბავშვო წიგნების კრებული გამოსცა, რომელთა შორის არის „ჩემი პირველი ლექსები“. მის ლექსებს შეხვდებით, ასევე, „ქართული ანბანის“ ყუთში.

აღწერა

ISBN 9789941307034
ყდის ტიპი

ბალიშა

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

14.00 X 20.00

გვერდების რაოდენობა

33

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.