Image Alt

წიგნები

ჩემი ბრძოლა

16,90 

მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე

რომანი „ჩემი ბრძოლა“ ექვს წიგნს აერთიანებს. პირველ წიგნს მწერალი სიკვდილის გამაოგნებელი აღწერით იწყებს, რის შემდეგაც დაუფარავად გვიყვება, თუ როგორ ცდილობს ცხოვრებისთვის ფეხის აწყობას, როგორ თმობს პირად ამბიციებს მწერლობის გამო.

 

მარაგშია

არტიკული: 9789941302251 კატეგორია: ჭდე:

ნორვეგია

კარლ უვე კნაუსგორი

დაიბადა 1968 წელს

ნორვეგიელი მწერალი კარლ უვე კნაუსგორი პირველივე რომანით მოექცა ლიტერატურის მოყვარულთა თვალთახედვის არეში. მისმა სადებიუტო ნაწარმოებმა „სამყაროდან გასული“ ნორვეგიელ კრიტიკოსთა პრიზი დაიმსახურა. ამის შემდეგ მას მრავალი ლიტერატურული ჯილდო მიენიჭა, რომელთა შორის აღსანიშნავია ბრაგეს (რომანისთვის „ჩემი ბრძოლა“, წიგნი პირველი) და გილდენდალის პრემიები. კნაუსგორის წიგნები თარგმნილია 30 ენაზე.

მისი მაგნუმ ოპუსი, ე.წ. ავტოფიქციური რომანი „ჩემი ბრძოლა“ ექვსი წიგნისგან შედგება და 3500 გვერდს აერთიანებს, სადაც მისი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთებია აღწერილი. ის უკვე იქცა თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვან ნაწილად. რომანი უდიდეს აღტაცებასა და მძაფრ ემოციას იწვევს მკითხველში. ნაწარმოების გამოსვლის შემდეგ კნაუსგორზე საუბრისას ხშირად ახსენებენ მარსელ პრუსტს და ავტორს მის თანამედროვე მემკვიდრედაც მოიხსენიებენ.

აღწერა

ნორვეგიელი მწერალი კარლ უვე კნაუსგორი.პირველივე რომანით მოექცა ლიტერატურის მოყვარულთა თვალთახედვის არეში. მისმა სადებიუტო ნაწარმოებმა – „სამყაროდან გასული“ ნორვეგიელ.კრიტიკოსთა პრიზი დაიმსახურა. ამის შემდეგ მას მრავალი.ლიტერატურული ჯილდო მიენიჭა, რომელთა შორის აღსანიშნავია ბრაგეს.(რომანისთვის „ჩემი ბრძოლა“, წიგნი პირველი) და გილდენდალის პრემიები. კნაუსგორის წიგნები თარგმნილია ოცდაათ ენაზე.

კნაუსგორი საკუთარი ცხოვრების ყოველ დეტალზე – მნიშვნელოვანსა და.სულისშემძვრელზე თუ ყოველდღიურსა და უმნიშვნელოზე – გულწრფელად და შეულამაზებლად წერს. მისი თხრობა მგრძნობიარე და იმდენად გულწრფელია, რომ დროდადრო.უხერხულობასაც კი ქმნის.

„ჩემი ბრძოლა“ ალბათ ავტორსაც და მის ახლობლებსაც საკმაოდ.ძვირად დაუჯდათ, მაგრამ ის უკვე იქცა თანამედროვე მსოფლიო.ლიტერატურის მნიშვნელოვან ნაწილად. რომანი უდიდეს.აღტაცებასა და მძაფრ ემოციას იწვევს მკითხველში.

წიგნი გამოიცა სერიაში ლიტერატურული ოდისეა.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

 

 

ISBN 9789941302251
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

15.50 X 23.50

გვერდების რაოდენობა

390

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.445 kg
ზომები 1.5 × 15.5 × 23.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…