Image Alt

წიგნები

ჩემი ბავშვობის უცხო მუზეუმში

10,90 

ლადო კილასონიას ესეების კრებულში შეხვდებით ნაცნობსა და უცნობ გმირებს რეალური ცხოვრებიდან თუ ლიტერატურული სამყაროდან; პერსონაჟებს, რომლებმაც შეცვალეს ან შექმნეს ისტორია.
რაგბი, ლიტერატურა, თავზეხელაღებულობა და ფათერაკები– სწორედ ეს აერთიანებს წიგნის პერსონაჟებს: რიჩი მაქქოუსა და ართურ კონან დოილს, მეფე ერეკლესა და რევაზ ინანიშვილს, ისააკ ბაბელსა და უილიამ საროიანს, დათია ბადალაშვილსა და არჩილ ქიქოძეს, ზაირა არსენიშვილსა და აკა მორჩილაძეს.

მარაგშია

არტიკული: 9789941306983 კატეგორია:

საქართველო

ლადო კილასონია

დაიბადა 1985 წელს

2006 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სწავლა განაგრძო სამხრეთ აფრიკაში, დურბანში, რაგბის კლუბ Sharks-ის სარაგბო აკადემიაში. ამჟამად არის საქართველოს 20 წლამდელ მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი.

ლიტერატურული საქმიანობა 23 წლის ასაკში დაიწყო. მისი ნაწარმოებები და სტატიები რეგულარულად იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ ჟურნალებსა და გაზეთებში. არის რამდენიმე რომანისა და პროზაული კრებულის ავტორი. სულ ცოტა ხნის წინ კი ჩვენმა გამომცემლობამ გამოსცა მისი ესეების კრებული ჩემი ბავშვობის უცხო მუზეუმში.

ლადო კილასონია „საბას“ ხუთგზის ფინალისტია.

არის კონკურსების: „ერთი მოთხრობის“, „ლიტბუნიობის“, „გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსის“ გამარჯვებული და ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ ლიტერატურული პრემიის მფლობელი.

აღწერა

ლადო კილასონია „საბას“ ხუთგზის ფინალისტია. გამოქვეყნებული აქვს მოთხრობების კრებულები და
ორი რომანი. „ჩემი ბავშვობის უცხო მუზეუმში“ კი თავმოყრილია ესეები, რომლებიც ბოლო წლებშია დაწერილი.
ამავე დროს, ლადო კილასონია  ყოფილი რაგბისტი და ევროპის ოთხგზის ჩემპიონია. წერდა სარაგბო სტატიებს სხვადასხვა ჟურნალსა თუ გაზეთში. ამჟამად საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელია.

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941306983

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

168

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…