Image Alt

წიგნები

ჩაპაევი და სიცარიელე

8,50 

მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე

რომანი „ჩაპაევი და სიცარიელე“ თვით ავტორის დახასიათებით „მსოფლიო ლიტერატურაში ერთადერთი ნაწარმოებია, რომლის სიუჟეტი აბსოლუტურ სიცარიელეში ვითარდება“.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941237973 კატეგორია: ჭდე:

რუსეთი

ვიქტორ პელევინი

დაიბადა 1962 წელს

ვიქტორ პელევინი დღეს ყველაზე ცნობილი და გამორჩეული რუსი მწერალია. წერს მრავალ ჟანრში, მაგრამ საერთოა გროტესკული და აბსურდული სიუჟეტები სხვადასხვა პერიოდის რუსული ცხოვრებიდან. თავად ავტორიც ექსცენტრიკული პერსონაა და რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სპირიტისტული სეანსის დროს მისმა სულმა სხეული დატოვა, თუმცა ფაქტია, ამ ამბის შემდეგ რამდენიმე წიგნი გამოსცა.

ამბობენ, რომ ის გოგოლის, გორკისა და ბულგაკოვის ტრადიციებს მისდევს, თავად კი თავისი შთაგონების მთავარ წყაროდ ბულგაკოვს, კაფკასა და ბეროუზს გამოარჩევს.

ვიქტორ პელევინი თექვსმეტი რომანისა და მოთხრობების რამდენიმე კრებულის ავტორია. „Generation „პ“ მისი ყველაზე წარმატებული წიგნია, რომელიც მთელ მსოფლიოში 3,5 მილიონი ტირაჟითაა გაყიდული. იგი „მცირე ბუკერის“ (1993), „ნაციონალური ბესტსელერისა“ (2004) და სხვა პრემიების ლაურეატია.

აღწერა

ჩაპაევი და სიცარიელე – ვიქტორ პელევინი

რომანი „ჩაპაევი და სიცარიელე“ თვით ავტორის დახასიათებით „მსოფლიო.ლიტერატურაში ერთადერთი ნაწარმოებია, რომლის სიუჟეტი აბსოლუტურ.სიცარიელეში ვითარდება“. ამბავი 1919 წელს ჩაპაევის.დივიზიაში ხდება, სადაც მთავარი გმირი, პოეტი-დეკადენტი პიოტრ.პუსტოტა (სიცარიელე) კომისრად მსახურობს, აგრეთვე ჩვენს.დღევანდელობაშიც და, აგრეთვე, როგორც პელევინს.სჩვევია, ვირტუალურ სივრცეშიც, სადაც.პროტაგონისტი ხვდება კავაბატას, შვარცნეგერს, „უბრალოდ მარიას“…

კრიტიკოსების აზრით, „ჩაპაევი და სიცარიელე“ რუსულ მწერლობაში პირველი.სერიოზული ძენ-ბუდისტური რომანია.

ISBN 9789941237973
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2017

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

418

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,318 კგ
ზომები 1,5 × 13 × 19,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.