Image Alt

წიგნები

ჩაძირული ქალაქი

8,20 

თურმე მტკვარში თუ ჩაყვინთავ, შეიძლება წყალმა პატარა ქუჩებით ისეთ სახლებში შეგიტყუოს, უკან ვეღარც გამოაღწიო. ჩაძირული ქალაქის ერთიმეორეს მიწყობილ სახლებში ოთახებიც კი ისევე არის დარჩენილი, როგორც შორეულ XIX საუკუნეში, როცა იქ ხალხი ცხოვრობდა.

მარაგშია

არტიკული: 9789941238079 კატეგორია: ჭდე:

საქართველო

დათო ტურაშვილი

დაიბადა 1966 წელს უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ - ლონდონისა და მადრიდის უნივერსიტეტებში, სადაც სწავლობდა ლიტერატურის, კინოსა და ხელოვნების ისტორიას.

პირველი ნაწარმოები გამოაქვეყნა 1991 წელს; გამოცემული აქვს რამდენიმე რომანი.

მისი ნაწარმოებები ნათარგმნია ინგლისურ, გერმანულ, ჰოლანდიურ, ნორვეგიულ, მაკედონიურ, თურქულ, უკრაინულ, რუსულ, სომხურ და ჩეხურ ენებზე.

მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია საბა (2008) საუკეთესო პიესისათვის შავი კეტები.

დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და ბესტსელერად მიიჩნევა მისი რომანი ჯინსების თაობა, რომლის მიხედვით დადგმული სპექტაკლიც თავისუფალ თეატრში რამდენიმე წელია, რაც სრული ანშლაგით მიმდინარეობს.

აღწერა

თურმე მტკვარში თუ ჩაყვინთავ, შეიძლება წყალმა პატარა ქუჩებით ისეთ სახლებში შეგიტყუოს, უკან ვეღარც გამოაღწიო. ჩაძირული ქალაქის ერთიმეორეს მიწყობილ სახლებში ოთახებიც კი ისევე არის დარჩენილი, როგორც შორეულ XIX საუკუნეში, როცა იქ ხალხი ცხოვრობდა.

საუკუნეთა და დიდ ეპოქათა გასაყარზე მაგიური მფრინავი ხალიჩის კვალმა ჩამოიყვანა თბილისში ირლანდიელი პოეტი პატრიკ ო’ლირი და ქალაქის განუმეორებელი ხიბლით მოჯადოებულმა აქ აღმოაჩინა მეორე სამშობლო, ერთგული მეგობარი, დაუვიწყარი სიყვარული… თითოეულ მათგანს სახიფათო დროება ტრაგიკულ დასასრულს უქადდა. ისევე როგორც „ტიტანიკს“, რომელზეც პატრიკ ო’ლირი საბოლოოდ აიყვანა ბედმა.

დათო ტურაშვილის „ჩაძირული ქალაქი“ დიდი ხნის გამქრალ, მტკვრის სიღრმეებში გაუჩინარებულ თბილისზეა, რომელიც ახალ ეპოქასა და გარდატეხებს შეეწირა. მწერლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი განახლებული სახით იბეჭდება.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

ISBN 9789941238079
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2017

ფორმატი

13.00 X 20.00

გვერდების რაოდენობა

208

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.206 kg
ზომები 1.5 × 13 × 20 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.