Image Alt

წიგნები

ბოლო ზარი

10,90 

თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს, ნინჩოს, ოცდაერთი წლის კრიმინალი ნადრიკუჩა უყვარს. ამავე დროს ნინჩოს მოხიბვლას მისი კლასელი დემურიც ცდილობს.

რით ერთობიან თბილისელი თინეიჯერები, რატომ უნდა სკოლის აფეთქება ნუციკოს, ვის შეუყვარდება დემური და რით დასრულდება ეს ყველაფერი, შეიტყობთ ლაშა ბუღაძის რომანიდან “ბოლო ზარი”.

მარაგშია

არტიკული: 9789941239571 კატეგორია: ჭდე:

საქართველო

ლაშა ბუღაძე

დაიბადა 1977 წელს

ლაშა ბუღაძემ დაამთავრა თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო კოლეჯი (ფერწერა-გრაფიკის სახელოსნო), თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოდრამატურგიის ფაკულტეტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი.

ლაშა ბუღაძე თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეა. მისი სახელი საქვეყნოდ ცნობილი 2000-იანი წლების დასაწყისში გახდა, როდესაც მისი მოთხრობა „პატარა ქვეყანა“ საქართველოს პარლამენტში საჯაროდ წაიკითხეს და მასზე დაყრდნობით ცენზურის ამოქმედება მოითხოვეს. ამ და სხვა ტექსტების გამო, ბუღაძე არაერთხელ გამხდარა როგორც რელიგიური ლიდერების, ასევე საზოგადოების გარკვეული ნაწილის აგრესიის ობიექტი. თავის ტექსტებში ლაშა ბუღაძე ჩვენი თანამედროვეობის საჭირბოროტო საკითხებს მიმოიხილავს: ცენზურას, საბჭოთა ინერციას, ეროვნულ მენტალობასა და სხვ. მწერალი მთავარ საკითხებს უმეტესწილად სატირულ ჟანრში განიხილავს და დაძაბულ, ხშირად ტრაგიკულ სიტუაციებს იუმორისტულ ჭრილში გვიჩვენებს.

მიღებული აქვს სხვადასხვა ლიტერატურული პრემიები: საბა (2004, 2007, 2009, 2012, 2018), BBC-ს საერთაშორისო კონკურსი (2011) საუკეთესო სცენარისათვის.

მისი პიესები ნავიგატორი და პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა დაიდგა ლონდონის სამეფო თეატრსა და Teatro Circulo-ში, ბროდვეიზე, ნიუ-იორკში. ლაშა ბუღაძის ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია არაბულ, შვედურ, აზერბაიჯანულ, გერმანულ, ალბანურ, ინგლისურ და მაკედონიურ ენებზე.

აღწერა

თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს, ნინჩოს, ოცდაერთი წლის კრიმინალი ნადრიკუჩა უყვარს. ამავე დროს ნინჩოს მოხიბვლას მისი კლასელი დემურიც ცდილობს.

რით ერთობიან თბილისელი თინეიჯერები, რატომ უნდა სკოლის აფეთქება ნუციკოს, ვის შეუყვარდება დემური და რით დასრულდება ეს ყველაფერი, შეიტყობთ ლაშა ბუღაძის რომანიდან “ბოლო ზარი”.

 

ISBN 9789941239571
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

192

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.209 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.