Image Alt

წიგნები

ბლუზი მტკვრის პირას

14,90 

ბლუზი და როკი სამყაროში დიდი ხმაურით შემოიჭრა და მსოფლიოში არ დარჩენილა ადგილი, სადაც მას თავისებური გავლენა არ მოუხდენია. გამონაკლისი არც საბჭოთა კავშირი იყო – რკინის ფარდის მიღმა არსებულ სივრცეში როკმუსიკას ნამდვილი შოკის ეფექტი ჰქონდა. მუსიკას, რომელიც ყოველთვის თავისუფლებასთან ასოცირდებოდა და რომელსაც შეზღუდვის მოყვარული ქვეყნის ხელისუფლება ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა, ორმაგი ინტერესით ელტვოდნენ საბჭოელი ახალგაზრდები, შემდგომ კი უკვე – დამოუკიდებელი ქვეყნის შვილები.

 

მარაგში

აღწერა

ბლუზი და როკი სამყაროში დიდი ხმაურით შემოიჭრა და მსოფლიოში არ დარჩენილა ადგილი, სადაც მას თავისებური გავლენა არ მოუხდენია. გამონაკლისი არც საბჭოთა კავშირი იყო – რკინის ფარდის მიღმა არსებულ სივრცეში როკმუსიკას.ნამდვილი შოკის ეფექტი ჰქონდა. მუსიკას, რომელიც ყოველთვის თავისუფლებასთან ასოცირდებოდა და.რომელსაც შეზღუდვის მოყვარული ქვეყნის ხელისუფლება ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა, ორმაგი ინტერესით ელტვოდნენ საბჭოელი ახალგაზრდები, შემდგომ კი უკვე – დამოუკიდებელი ქვეყნის შვილები.

ცნობილი როკჟურნალისტი ბიძინა .მაყაშვილი თავის წიგნში სწორედ საბჭოთა როკის ისტორიას მიჰყვება.და საკუთარი თვალთახედვით, ქრონოლოგიურად იხსენებს მასთან დაკავშირებულ მოვლენებს, პირად გამოცდილებას, გაზეთ „7 დღეში“ მუშაობის პერიოდს, რომლის დროსაც ის ხანდახან როკის ჩარჩოებიდანაც გამოდიოდა, და იმას, თუ რა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მხიარული მუსიკა.სევდიან ეპოქაზე – 60-იანი წლებიდან XX საუკუნის მიწურულამდე.

 

ISBN 9789941306655
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

376

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…