25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი

8,90 

თვალტანადი, გამჭრიახი, შესაშური ზომა-წონის დარბაისელი მამაკაცი – ეს კარლსონია, დაბალ-დაბალი, ჩასუქებული, გამოუსწორებლად ონავარი და ბაქია კაცუნა, რომელიც ზურგზე მიმაგრებული პროპელერით დაფრინავს და სახურავზე შემოსკუპებულ პატარა, მწვანედარაბებიან სახლში ცხოვრობს. გაგიკვირდა, რაც ახლა წაიკითხე?

მარაგშია

არტიკული: 9789941304620 კატეგორია: ჭდე:

შვედეთი

ასტრიდ ლინდგრენი

1907 - 2002 ასტრიდ ლინდგრენი მილიონობით ბავშვის უსაყვარლესი მწერალია. მთელ მსოფლიოში მას საუკეთესო საბავშვო მწერლად მიიჩნევენ. ​ასტრიდ ლინდგრენის წიგნების შთაგონება თავად ავტორის ბავშვობის წლებია. ლინდგრენი შვედეთში, ვიმერბის ფერმაში დაიბადა და ისეთივე ლაღი, მხიარული ბავშვობა ჰქონდა, როგორც მისი წიგნების გმირებს. 2019 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ ლინდგრენის ყველაზე ცნობილი წიგნები „პეპი გრძელწინდა“ და „სახურავის ბინადარი კარლსონი“ პირველად თარგმნა შვედური ენიდან და მკითხველს განახლებული გამოცემები შესთავაზა. გამომცემლობის კატალოგში ასევე აღმოაჩენთ  ავტორის სხვა წიგნებსაც; „ყაჩაღის ასული რონია“, „ბულერბიელი ბავშვები“, „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“ „მაწანწალა რასმუსი“, „დეტექტივი კალე ბლუმკვისტი“ და სხვა. თითოეული მათგანი ნებისმიერი ბავშვისთვის ფასდაუდებელი საჩუქარია.

აღწერა

მთარგმნელი: ნატო კვარაცხელია

თვალტანადი, გამჭრიახი, შესაშური ზომა-წონის დარბაისელი მამაკაცი – ეს კარლსონია, დაბალ-დაბალი, ჩასუქებული, გამოუსწორებლად ონავარი და ბაქია კაცუნა, რომელიც ზურგზე მიმაგრებული პროპელერით დაფრინავს და სახურავზე შემოსკუპებულ პატარა, მწვანედარაბებიან სახლში ცხოვრობს. გაგიკვირდა, რაც ახლა წაიკითხე? არადა, შენი მოტყუება არავის უფიქრია. სტოკჰოლმის ერთ ჩვეულებრივ ქუჩაზე ჩვეულებრივი სახლის სახურავზე ცხოვრობს არაჩვეულებრივი კაცუნა – კარლსონი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს სრულიად ჩვეულებრივ სტოკჰოლმელ ბიჭუნას, სვანტე სვანტესონს ესტუმრება. სწორედ იმ დღეს დაიწყება ამ ორის უჩვეულო მეგობრობა. მალე კარლსონი ყველას დაარწმუნებს, რომ ის არც მოჩვენებაა და არც ბიჭუნას ფანტაზიის ნაყოფი. ის ნამდვილი, მსოფლიოში უბადლო მამაკაცია, რომელთან მეგობრობაზე, გართობასა და თავგადასავლებზე ალბათ არც შენ იტყოდი უარს.

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.218 kg
ზომები 1.5 × 14.5 × 21.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941304620

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

156

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…