Image Alt

წიგნები

ბეტმენი: სასიკვდილო ხუმრობა

5,95 

მთარგმნელები: მიხეილ ციხელაშვილი, ტაო ჭალიძე, ლუკა გრიგოლია

კომიქსების ლეგენდარულმა მწერალმა ალან მურმა წიგნებით „გუშაგები“ და „V ანუ ვენდეტა“ სუპერგმირის ცნებას ახალი მნიშვნელობა შესძინა. კომიქსში „ბეტმენი: სასიკვდილო ხუმრობა“ ყველა დროის საუკეთესო სუპერვილანის ისტორია იწყება.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941237065 კატეგორია: ჭდე:

გაერთიანებული სამეფო

ალან მური

დაიბადა 1953 წელს

კომიქსების ჟანრის რევოლუციონერი და დე ფაქტო მეფე ალან მური ნორთჰემპტონში, დიდ ბრიტანეთში დაიბადა.

იგი ავტორია უამრავი საკულტო კომიქსისა თუ გრაფიკული რომანისა; მათ შორის ისეთებისაც, როგორებიცაა: „V ანუ ვენდეტა“, „დარაჯები“, „ბეტმენი: სასიკვდილო ხუმრობა“, „ჯოჯოხეთიდან“, „გამოჩენილ ჯენტლმენთა ლიგა“ და ბევრი სხვა.

მური გამორჩეული ბრიტანელი მწერალია. მისი ნაწარმოებების მთავარი თემაა ამბოხი, ადაც ეჭვქვეშ დგას ძალაუფლების მქონე ადამიანები და სიმდიდრე და მუდმივად იგრძნობა ავტორის უდიდესი სიმპათია უბრალო ხალხის მიმართ.

დროთა განმავლობაში გადაიღეს მისი რამდენიმე ნაწარმოების კინო-ადაპტაციაც, თუმცა მური მიიჩნევს, რომ აჯობებდა, მისი ნაწარმოებები წიგნები სახით დარჩენილიყო.

აღწერა

კომიქსების ლეგენდარულმა მწერალმა ალან მურმა წიგნებით „გუშაგები“ და „V ანუ ვენდეტა“ სუპერგმირის ცნებას ახალი მნიშვნელობა შესძინა. კომიქსში „ბეტმენი: სასიკვდილო ხუმრობა“ ყველა დროის საუკეთესო სუპერვილანის ისტორია იწყება.

ჯოკერმა გადაწყვიტა, დაამტკიცოს საკუთარი მოსაზრება, თითქოს საკმარისია ერთი ცუდი დღე, რომ საღგონებაზე მყოფი ადამიანი ჭკუაზე შეიშალოს. ჯოკერის გამოჩენამ ბეტმენის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

მხატვარმა ბრაიან ბოლანდმა შთამბეჭდავი ილუსტრაციები შექმნა ნაწარმოების პირველი ორიგინალური გამოცემისათვის.თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ბეტმენი: სასიკვდილო ხუმრობა“ კომიქსების ჟანრის ყველა დროის ერთერთი გამორჩეული ნაწარმოებია.

ISBN 9789941237065
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2017

ფორმატი

17.50 X 25.50

გვერდების რაოდენობა

64

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.189 kg
ზომები 1.5 × 17.5 × 25.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.