Image Alt

წიგნები

ბედუინი

14,90 

ახალგაზრდა ქართველი ქალი ნინა კაიროში სტუმრად ჩადის ბიძასთან და მის დაუკითხავად მიემგზავრება საჰარაში საფარიტურზე, რომელიც, როგორც აღმოჩნდება, ადამიანების გამტაცებლების მიერაა ორგანიზებული. ჯგუფის გამყოლი ნინას ესვრის. დაჭრილი ნინა კლდოვან უდაბნო ჰამადში იკარგება. სრულიად მოუმზადებელს, მშიერმწყურვალს გარდაუვალი სიკვდილი ელის. უიმედოდ დარჩენილი გოგონა შემთხვევით გადაეყრება არაბულ ბედაურს, რომელიც მას თავის მძიმედ დაჭრილ პატრონთან მიიყვანს. ეს – ბედუინი ალ ქაბირია…

მარაგში

აღწერა

„ბედუინი“ ქართველი ავტორის, ნეფერტარის, სადებიუტო ნაწარმოებია. თავდაპირველად იგი ჩაფიქრებული იყო, როგორც ლიტერატურული თამაში და 2011-2015 წლებში ცალკეულ თავებად ქვეყნდებოდა ლიტერატურულ პორტალზე urakparaki.com , შემდეგ კი ერთ მთლიან წიგნად იქცა. სათავგადასავლო რომანი, რომელშიც უდაბნოში მარტო დარჩენილი ორი ადამიანის გაუმხელელი სიყვარულის ძალიან საინტერესო და დაძაბული ამბავია მოთხრობილი, სხვა თვალით დაგვანახვებს ჩვენთვის სრულიად უცხოსა და შორეულ სამყაროს და მთლიანად შეგვიცვლის დამკვიდრებულ წარმოდგენას „ერთფეროვანი“, „უსიცოცხლო“ უდაბნოს შესახებ.

ხმოვანი ვერსიის ნაწყვეტის მოსასმენად დააჭირე აქ

ISBN 9789941239991
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

378

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,44 კგ
ზომები 1,5 × 14 × 21,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.