Image Alt

წიგნები

ავრორა Z კორპუსიდან

8,90 

ამ წიგნში შეხვდებით ყველასთვის საყვარელი ნორვეგიელი მწერლის, ანე-კატარინე ვესტლის ახალ გმირს: ძალიან ჭკვიან, საქმიანსა და კეთილ გოგონა ავრორას, რომელიც პატარა ქალაქის გარეუბანში, მაღალ კორპუსში დედ-მამასთან და ჩვილ ძმასთან ერთად ეს-ესაა გადავიდა საცხოვრებლად.

 

არ არის მარაგში

აღწერა

მთარგმნელი: სოფო ქარჩხაძე

ამ წიგნში შეხვდებით ყველასთვის საყვარელი ნორვეგიელი მწერლის, ანე-კატარინე ვესტლის ახალ გმირს: ძალიან ჭკვიან, საქმიანსა და კეთილ გოგონა ავრორას, რომელიც პატარა ქალაქის გარეუბანში, მაღალ კორპუსში დედ-მამასთან და ჩვილ ძმასთან ერთად ეს-ესაა გადავიდა საცხოვრებლად.

ავრორას ოჯახი მთელ კორპუსში გამორჩეულია – თუ სხვაგან ბავშვების მოვლასა და საოჯახო საქმეებს, ჩვეულებისამებრ, დედა უძღვება, ხოლო მამა სამსახურში დადის, მათთან პირიქითაა: ავრორას დედა დილიდან საღამომდე სამსახურშია, მამა კი უვლის ჩვილ ბავშვს, ამზადებს სადილებს, რეცხავს, აუთოებს… ეს ამბავი, როგორც ხშირად ხდება, მეზობლების მთავარ საჭორაო თემად იქცა, თუმცა ავრორა ძალიანაც სახალისოდ ატარებს დღეებს მზრუნველ მამასთან ერთად – ეხმარება კიდეც და მშვენივრადაც ერთობა; თუ როგორ, ამას წიგნიდან შეიტყობთ.

ISBN 9789941302732
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

124

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,174 კგ
ზომები 1,5 × 14,5 × 21,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.